x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დაავიწყდა თუ არ ჩაიცვა" - მელანია ტრამპმა დამოუკიდებლობის დღეს თამამი ჩაცმულობით ამერიკელები ექსტაზში ჩააგდო

image

4 ივლისს, ვაშინგტონში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიება და სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელსაც რიგითი ამერიკელების გარდა, ოფიციალური პირები და თავად, ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ ულამაზეს მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად ესწრებოდა.


image


ამერიკის პირველ ლედის, მისი გამორჩეული სტილისა და საოცარი გემოვნების წყალობით, ჟურნალისტები უკვე დიდი ხანია "სტილის ხატად" მოიხსენიებენ, თუმცა, ამჯერად, მასმედიის წარმომადგენელთა აზრით, მელანია ტრამპმა სადღესასწაულო სამოსის შერჩევისას აშკარა ფიასკო განიცადა. უფრო სწორად, ჟურნალისტებს ამ დღისთვის, პირველი ლედის მიერ საგანგებოდ შერჩეულ სამოსთან დაკავშირებით ნაკლები პრეტენზია ჰქონდათ, თუმცა, აი, რაც შეეხება თეთრეულის "უმნიშვნელოვანეს" დეტალს, მათი აზრით, მისი მორგება პირველ ლედის აშკარად დაავიწყდა.


image


მელანიას თეთრი, ფერადი ზოლებით გაწყობილი გრძელი კაბა ემოსა, რომელიც მთელი თავისი მიმზიდველობით, მის "ღირსებებს" კიდევ უფრო თვალსაჩინოსა და მადისაღმძვრელს ხდიდა, თუმცა, მასმედიის წარმომადგენლებს 4 ივლისის შემდეგაც, დიდი ხნის განმავლობაში მოსვენებას 2 მთავარი კითხვა არ აძლევდათ, პირველ ლედის თეთრეულის ჩაცმა დაავიწყდა თუ განგებ არ ჩაიცვა.


image


აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს დონალდ ტრამპისთვის არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია, მას მთელი ღონისძიების განმავლობაში, თავი ღირსეულად ეჭირა და შესანიშნავ განწყობაზეც იყო. როგორც ცნობილია, საღამოზე ის სიტყვითაც გამოვიდა, რის შემდეგაც, შთამბეჭდავი საავიაციო შოუ გაიმართა, რომლის დასრულებისთანავე ქალაქის ცა სადღესასწაულო ფოიერვერკის ულამაზესმა ფერებმა მოიცვა.


image





0
410
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
410