x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93875
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456119
"ჩემი ცხოვრება არ არის იდეალური" - კაილი ჯენერი ინსტაგრამზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა!

imageკარდაშიან-ჯენერების ოჯახი დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ოჯახად ითვლება.მასში შედიან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან:კიმ კარდაშიანი, კენდალ ჯენერი, კაილი ჯენერი, ქანიე უესტი და ახლა უკვე ტრეივის სკოტიც.


იმის გამო, რომ გოგონები გამოირჩევიან თამამი საქციელებით, ფოტოებითა და სკანდალებით, და ასევე იმის გამოც, რომ მათი შემოსავალი მილიარდს უდრის, ხშირად ხალხს ავიწყდება, რომ ცხოვრებაში მათაც აქვთ პრობლემები, ისინიც ტირიან და ხშირად ცუდ გუნებაზე არიან.


ოჯახის ყველაზე შემოსავლიანმა წევრმა, კაილი ჯენერმა უდიდეს წარმატებას მიაღწია უმოკლეს დროში, თუმცა მას ყოველთვის თან სდევდა შიში, არასრულფასოვნების კომპლექსები, დაძაბულობა და სტრესი.მან "KUWTK" ერთ-ერთ ეპიზოდში აღნიშნა კიდეც, რომ თითქოს ის არ არის დაბადებული ასეთი პოპულარობისთვის და მას მშვიდად, ნორმალური ადამიანის ცხოვრებით უნდა რომ იცხოვროს.

რამდენიმე დღის წინ კაილი დასასვენებლად წავიდა მეგობრებთან ერთად, საიდანაც უამრავ თამამ და ლაღ ფოტოს აქვეყნებს.გულშემატკივრები კომენტარებში აქტიურად წერდნენ თუ როგორი უდარდელია კაილის ცხოვრება და რა ბედნიერია ის.ალბათ სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ კაილიმ მეტად ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.


პოსტში წერს:

"მე ვამაყობ ჩემი თავით, ჩემი გულითა და სიძლიერით.სრულიად არანორმალურია, როდესაც ბავშვობიდან მილიონობით ადამიანი აკვირდება შენს ცხოვრებას და შენ ასე იზრდები.მე ამ გზაზე დავკარგე მეგობრები, და ხანდახან საკუთარი თავიც კი დამიკარგავს.ჩემი პირველი ტატუირება იყო წარწერა "Sanity" (საღი აზრი), რათა არ დამვიწყებოდა ასე ცხოვრება.მთელი თინეიჯერობა გავატარე სტრესში, ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ დავძლიე, როდესაც დედა გავხდი.ამ დროს ვიგრძენი, რომ ჩემი თავი ხელახლა უნდა მეპოვნა.და ახლა მინდა გითხრათ, რომ მეც, ისევე როგორც თქვენ, ვარ ადამიანი.ჩემი ცხოვრება არ არის იდეალური და რასაც თქვენ აქ, სოციალურ ქსელებში ხედავთ მხოლოდ ზედაპირული წარმოჩინებაა.იყავით თქვენი თავის პატრონები.ჩვენ ყველას გვაქვს უნარი მივაღწიოთ წარმატებას, სიყვარულს და წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი.აკეთეთ ის, რაც გაბედნიერებთ.ახლა თქვენი დროა.ჩვენ ყველას შესანიშნავი იღბალი გვაქვს."

0
206
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია კვერნაძე26
ხატია კვერნაძე26
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0