x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93876
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456119
მაილი საირუსი: ,,მე კვლავ მიზიდავენ ქალები, მიუხედავად იმისა, რომ ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობაში ვარ"

image

მაილი საირუსმა ჟურნალ ELLE-თან საკუთარი სექსულური ორიენტაციისა და ქორწინების შესახებ ისაუბრა. თავდაპირველად იგი საკუთარ თავს პანსექსუალად მიიჩნევდა, რაც გულისხმობს ლტოლვას ნებისმიერი სექსუალური, რომანტიკული, ფიზიკური, და/ან სულიერი განსხვავებულობის ორივე სქესისა და იდენტობის მატარებელი ადამიანების მიმართ. თუმცა, ამჟამად აქვს ჰეტეროსექსუალური ურთიერთობა საკუთარ ქმართან - ლიამ ჰემსვორტთან.

წყვილი 10 წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს და 2019 წლის აგვისტოში დაქორწინდა.

მაილის განმარტებით, მართალია მას მამაკაცთან აქვს ურთიერთობა, თუმცა ქალების მიმართ ლტოლვა კვლავ გააჩნია, ეს კი დაახლოებით იმას ჰგავს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეგეტარიანელობამ რომ მოგიწიოს, თუმცა ბეკონი კვლავ გინდოდეს.

საირუსი ამბობს, რომ ხალხი მისი დაოჯახების საკითხს სკეპტიკურად უყურებს, თუმცა მისი ურთიერთობები ნამდვილად უნიკალურია და ადამიანების უმეტესობა ამ ახალ მიმდინარეობას უბრალოდ ვერ გაიგებს. შესაბამისად, ცხვირის ჩაყოფის საშუალებასაც ძნელად მისცემს ვინმეს.

რაც შეეხება ტერმინებს, “ცოლსა" და “ქმარს", მისი აზრით აღნიშნული მოძველებულია და უფრო 50-იანი წლების სიგარეტის რეკლამის ტერმინებს აგონებს, შესაბამისად, მას ურჩევნია საკუთარ მეუღლეს პარტნიორი უწოდოს.


image

0
279
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0