x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იუნა შაფათავა:მაპატიე,რომ ბნელებს და ბრმებს ვეძახი, უსულოებს. ჩაჰბერე სული მათში და მიეცი გული.
imageცნობილი ტელესახე იუნა შაფათავა, აშშ-დან საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და წერს:



"ცოცხი არ მოგწონდათ და როგორ დაიჯერება ეს ემპათია ერთი თვალის "იმართ.... ტრ**ზე ხელაფარებული აქცია "მწყურია", სად ხართ, გამოდით ტრ**ზე "კასტილის" სიმბოლოთი. თუ...?
ჰა რა იყო, გრცხვენიათ ერის ფიზიკური და მორალური გაუპატიურება გაიხსენოთ სრულად დაუსჯელი და გამხეცებული....?
ვიზიარებ იმ ბავშვის თვალის დაკარგვას მაგრამ შეგახსენებთ, ნაღრძობებს, ბავშვების ადგილი ღამის 2 საათზე ქუჩაში არაა.
უბრალოდ ვამბობ, არასრულწლოვანების ადგილი დათარსულ რუსთაველზე არაა. იქნებ კანონი მიგეღოთ არასრულწლოვანთა წაქეზებაზე ან რადგან ასე მძიმეა სურათი სრულწლოვანების ზღვარი ხმის მიცემაზე, ალკოჰოლზე, ნარკორიკზე (კლ'უბურ საწამლავზე, მათ შორის) ავწიოთ 21 წლამდე. ხომ ხედავთ, სრული კლინიკაა აზროვნებაში.

ისე კი,
ქართულ სიყალბეს საზღვარი არ აქვს.
მხოლოდ გვარამიას ჩაჩაჩული შარვალი თუ შეგვახსენებს, შებილწულ მამაკაცებუს ღირსებას- სახეზეა, გინებამ საღამო მშვიდობისა რომ შეცვალა.
თქვენი ბრალია, პატივს არ სცემთ საკუთარ თავს.
ღირსება წაგართვეს და გადაყლაპეთ.
მიირთვით ახლა.



მიშა კი სულ ბრუნავს, ქართული ღირსების დაცინვის მამა, დაუსჯელი, გვარამია კი მისი ჯორდანო ბრუნოა.


ღმერთო, ყველა გაუპატიურებული კაცის ხსოვნის, მათი გაუპატიურებული ცოლების, შვილების, ციხეში დალპობილი სიდედრების სიმამრების, დების ძმების, დედამთილ მამამთილების, მოკლულების, ნაწამების, დაშინებულების, დაშანტაჟებულების, ბინა ქონება სულ წართმეულების, დაჭერილი დამცირებული ჩახდილი ბიზნესმენების, ჩარეცხილი ხალხის და დაუფინანსებელი მშიერი ნიჭიერების, დაბლოკილი ხელოვანების, დავიწყებული რწმენის, სარწმუნოების და ღირსების, ხსოვნა იყოს.



ოღონდ თვალზე არა, გულზე ხელის დადებით.
ვის სად გეგულებათ, გული.
აუხილე თვალი ბრმებს და გვაღირსე მშვიდობა, გთხოვ.
დათესე სიყვარული და გაგება, ადამიანობა და სამართალი, შეწყნარებლობა და საღი აზრი.



რამეთუ ვერ ხვდებიან, რას სჩადიან.
მაპატიე, რომ ბნელებს და ბრმებს ვეძახი, უსულოებს.
ჩაჰბერე სული მათში და მიეცი გული.
ამინ' -წერს იუნა შაფათავა

image

1
190
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
190
  
2019, 17 ივლისი, 19:36
როგორ ვერ ვიტანდი ამ ქალს, არადა რა სიმართლეს ამბობს ხოლმე.
0 1 1