x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ყველაზე სექსუალური ქალები მამაკაცების აზრით ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
image


მამაკაცები ყოველთვის აღფრთოვანებულები იყვნენ ქალებით მათი ზოდიაქოს ნიშნების მიუხედავად, მაგრამ თუ ვარსკვლავებს ყურს დავუგდებთ, შეიძლება შევადგინოთ მეტ-ნაკლებად სექსუალური ქალების რეიტინგიც.


ქალი ლომი - ტემპერამენტიანია და თავში მუდმივად უტრიალებს ეროტიკული ფანტაზიები, რომლის გამოვლენაზეც უარს არ იტყოდა. ის ყოველთვის ცდილობს მამაკაცის პროვოცირებას, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს საკუთარ სექსუალურ მიმზიდველობაში.


ქალი მშვილდოსანი - მიიჩნევს, რომ ქალსა და მამაკაცს შორის თავისუფალი ურთიერთობა უნდა იყოს. ის ქალურობას ინარჩუნებს მაშინაც, როცა მამაკაცის ტანსაცმელი აცვია და მიიზიდავს მამაკაცებს, როცა ამის საჭიროება სულ არაა. თავისუფალი სტილის ცხოვრებით ცხოვრობს, მაშინაც კი, როცა ქორწინებაშია.



ქალი თევზები - ფლირტის დედოფალი. მისი ცვალებადი და იდუმალი ღიმილი მამაკაცებისთვის ჭკუიდან შემშლელია. უყვართ თამაში, უკარება ქალიდან მომთხოვნ ქალამდე შეუძლიათ გადაქცევა. თევზები ხშირად ქმნიან ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მათი სული მიუწვდომელია, რაც მათ უფრო იდუმალს ხდის.


ქალი ვერძი - არის გულღია, თვითდაჯერებული და დამოუკიდებელი. მას თუ მამაკაცი მოეწონა, მზადაა იბრძოლოს მისთვის : მკვეთრი მაკიაჟი და ტანსაცმელი, სასიყვარულო იმპულსები და პაემნებზე დაპატიჟებაც კი. ის არასოდეს მისცემს თავს უფლებას, ურთიერთობაში მეორადი როლი ჰქონდეს. მასთან ყოფნა კი მხოლოდ თავდაჯერებულ სუპერმენებს ძალუძთ.


ქალი მერწყული - ენერგიული, სიცოცხლით სავსეა და სურს, ყველაფერი გასინჯოს ცხოვრებაში, რის გამოც ეხვევა არაერთ გაურკვეველ ურთიერთობაში. პარტნიორებს იზიდავს მისი გახსნილობა ექსპერიმენტებისადმი და გულგრილობა საერთო აზრისადმი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიშნებს მკვეთრად გამოხატული სექსუალობა აქვთ, უპირატესობას მეგობრობას ამჯობინებენ, რაც ხანგრძლივი ურთიერთობების გარანტიცაა.


ქალი თხის რქა - არ ავლენს ვნებების ქარიშხალს. ხშირად თამაშობს უმანკო პრინცესას როლს, სახეზე არ გამოხატავს ემოციებს. ხშირად ინარჩუნებენ დისტანციას ურთიერთობებში. მისი "მოპოვება" მხოლოდ მიზანდასახულ მამაკაცებს შეუძლიათ, მაგრამ შემდეგ ზუსტად ასეთი ქალების გვერდით გრძნობენ თავს ნამდვილ მონადირეებად.


ქალი ქალწული - ყოველთვის სასურველია მამაკაცებისთვის სექსუალური ურთიერთობებისადმი მათი პრაგმატული მიდგომებით. ასეთი ქალები ბოლომდე არ ამჟღავნებენ საკუთარ შესაძლებლობებს: თუ პოტენციური პარტნიორი მისით დაინტერესებულია, ქალწული შეუმჩნევლად ახერხებს უფრო მიიზიდონ და აღაგზნონ. ზოგჯერ ფლირტი სპორტში გადაიქცევა ხოლმე, მაგრამ მთავარია ადვილად ხელმისაწვდომი არ გახდნენ.






ასევე ნახეთ რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე


რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად




0
660
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
660
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0