x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სხვადასხვა ფილმში გამოყენებული ერთი და იგივე კაბები - დაკვირვებიხართ?
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული, კინემატოგრაფია, დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ.


ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში.


image




წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რადგან მათ გაარღვიეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს.



"რატომ დავხარჯოთ ფული, როცა შეიძლება გამოვიყენოთ ის, რაც უკვე გვაქვს?" - როგორც ჩანს, კინოს შემქმნელები ამ ლოგიკით მოქმედებენ, რადგან ხშირად იყენებენ იმ "კოსტიუმებს", რომლებიც სხვა ფილმებში უკვე ვიხილეთ. ფილმებისა და შოუების ბიუჯეტში ხშირად არ არის საკმარისი რესურსი, ამიტომ შემქმნელები ცდილობენ ნაკლები დანახარჯით ჩაატარონ ფილმისა თუ სპექტაკლის პროექტები, რადგან არ აქვთ მათ პროგნოზი, გაამართლებს თუ არა მათი წამოწყება.


ალბათ ბევრს არც შეგიმჩნევიათ, რომ ბევრ ფილმში სხვადასხვა მსახიობს ერთი და იგივე სამოსი ეცვათ.



1. "სიამაყე და ცრურწმენა"- 2005 წ. და "მიზეზი და გრძნობა" -2008 წ. image






2. "ელიზაბეტი" - 1998 წ და "კამელოტი" - 2011 წ. image






3. "ჭორიკანა" -2010 წ და "კერის დღიური" - 2013 წ. image






4. "სახიფათო კავშირი" - 1988 წ. და "ფოკუს-პოკუსი" - 1993 წ. image






5. "თავი ღრუბლებში" - 2005 წ. და "ვალდებულებების ძალა" - 2016 წ.image







6. "ჩემი ბიძაშვილი რეიჩელი" - 2017 წ. და "ვიქტორია" - 2017 წ. image






7. "მანოლეტე" - 2008 წ. და "ბრუკლინი" - 2015 წ. image






8. "იზაბელა" - 2014 წ. და "ცარიელი გვირგვინი" - 2016 წ.image






9. "ჰერცოგინია" - 2008 წ. და "სკანდალური ლედი" - 2015 წ.image






10. "ფიფქია და მონადირე" - 2012 წ. და "ერთხელ ზღაპარში" - 2017 წ. image






11. "მეგობრები" - 1994 წ. და "ედგარ ალან პოს საიდუმლო სადილი" - 2016 წ. image






12. "ტიტანიკი" - 1997 წ. და "უკვდავნი" - 2017 წ. image





იხილეთ აგრეთვე:



image



0
172
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0