x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ირანის წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი ალი ასგარ ფეივანდი დედოფლისწყაროს ეწვია
image


საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და ირანის წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი ალი ასგარ ფეივანდი თანაგუნდელებთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვივნენ.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ ჯანიაშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, ნუგზარ პაპიაშვილს შეხვდნენ.


მათივე ცნობით, ალი ასგარ ფეივანდმა წითელი ჯვრის პირველადი ჯანდაცვის კლინიკა დაათვალიერა და მედპერსონალს გაესაუბრა. დელეგაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას გეგმავს. მათი დედოფლისწყაროში ვიზიტიც ამ მიზანს ემსახურება.



ქალაქ დედოფლისწყაროში იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით წითელი ჯვრის კლინიკა 2015 წელს გაიხსნა, მუნიციპალიტეტს საჩუქრად ძვირადღირებული იშვიათი სამედიცინო აპარატურა გადაეცა, რის შედეგადაც წითელი ჯვრის კლინიკა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უსასყიდლოდ ემსახურება. ხშირად ტარდება სხვადასხვა სახის საქველმოქმედო სამედიცინო აქციებიც, რომლებშიც ქვეყნის წამყვანი კლინიკები მონაწილეობენ.


imageimage

0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0