x
მეტი
  • 21.08.2019
  • სტატია:93749
  • ვიდეო:342193
  • სურათი:455974
დასეტყვილ სოფელ არბოშიკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

image


უამინდობამ პრობლემები შექმნა დედოფლისწყაროში. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსავლის ნაწილი დააზიანა დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკში.


სარეაბილიტაციო სამუშაოებში ოპერატიულად ჩაერთვნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები. მიმდინარე სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან ერთად დაათვალიერა.
ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს და დატბორილი გზების გაწმენდა უახლოეს დღეებში დასრულდება.


ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოსახლეობას შეხვდა, სოფელში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათ ოპერატიულად მოგვარებას დაჰპირდა.
სოფლის მაცხოვრებლებმა ნიკოლოზ ჯანიაშვილს და მალხაზ მერაბიშვილს ყურადღებისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭრა და გვერდში დგომა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


მერმა არბოშიკში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კიდევ ერთხელ მოინახულა და მოსახლეობას გაესაუბრა. ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს დღეებში სრულად აღდგება.


შეგახსენებთ, არბოშიკის ვენახები მიმდინარე წლის მაისში ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანდა. ადგილობრივების უმრავლესობას წელს რთველი არ ექნება.



image

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0