x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508542
ჰოროსკოპი: მაიმუნის წელი
image ამ წელს დაბადებულები ყველაზე არასასიამოვნო და არამყარი ხალხია. მეორე მხრივ, ისინი ჭკვიანები, ორიგინალურები დამოხერხებულები არიან, გააჩნიათ გამომგონებლის ნიჭი და ადვილად წყვეტენ თვით ყველაზე რთულ პრობლემასაც კი. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს საქმე, რომლისთვისაც თავის გართმევას ისინი ვერ შეძლებენ.

მაიმუნის სუსტ ხასიატზე მიგვითითებს თუნდაც ის, რომ ადვილად შეიძლება მისი დაყოლიება და ასევე ადვილად იცვლის ინტერესების სფეროს, რადგან არ ყოფნის მოთმინება ბოლომდე მიჰყვეს საქმეს, ყველა პრობლემის გადაჭრა სურს უცებ, მომენტალურად. სულ უბრალო წინააღმდეგობაც საკმარისია, რომ დასახულ მიზანზე ხელი აიღოს. ასევე უცებ ეცვლება გუნება-განწყობილება. ეს ხალხი გამოირჩევა ტემპერამენტით და სიფიცხით. მაგრამ, მეორეს მხრივ, გაბრაზება ადვილად გადასდით და წყენას გულში არ იტოვებენ, აქვთ დამოუკიდებელი მოქმედების უნარი, გააჩნიათ საღი აზროვნება, გამჭრიახობა, ბევრ მათგანს შეუძლია სახელის მოხვეჭა.

ა) ადამიანები, რომლებიც იდეალურად შეგეფერებათ როგორც სიყვარულსი, ასევე მეგობრობაში: ურჩხული და ვირთხა.

ბ) ადამიანები, რომლებთანაც თქვენი ურთიერთობა ნაკლებადაა გამართლებული: კურდღელი, ცხვარი, ძაღლი და მაიმუნი.


გ) ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მათთან კავშირმა უბედურება და კატასტროფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: გველი, ტახი და ვეფხვი.




0
4415
1-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
4415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0