x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94858
  • ვიდეო:342595
  • სურათი:456881
წელიწადის ის დრო,როცა დაიბადეთ,თქვენს ჯანმრთელობასა და ხასიათზე მოქმედებს

მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც შიზოფრენიით იტანჯებიან, იანვარში, თებერვალსა ან მარტში არიან დაბადებულნი. მსგავსი სიტუაციაა ბიპოლარულ აშლილობასთან დაკავშირებით:მისი გამოვლენის შანსი ზამთარსა და გაზაფხულზე დაბადებულ ადამიანებს შორის უფრო მეტია.

ბიოქიმიკოსებმა თაგვებზე დაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ ის შთამომავლობა, რომელიც ზამთარში იბადებოდა, ნაკლები აქტიურობით გამოირჩეოდა და არც კვებითი ჩვევები უვარგოდა. ამასთან, გენი, რომელიც დღე-ღამის რიტმებს არეგულირებს, ზამთრის შთამომავლობაში უფრო ცუდად ფუნქციონირებდა. ამ მაგალითებით შთაგონებულმა მეცნიერებმა ადამიანებზე დაკვირვებაც გადაწყვიტეს. შედეგად, მივიდნენ დასკვნამდე, რომ თქვენი ხასიათი და ავადმყოფობებისადმი მიდრეკილება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ წელიწადის რომელ დროს დაიბადეთ( ნუ გაგიკვირდებათ, თუ ქვემოთ მოყვანილი სეზონების დაყოფა ტრადიციულს არ დაემთხვევა):


ზამთარი (22 დეკემბერი-20 მარტი)

imageმიდრეკილება სეზონური აფექტური აშლილობისადმი

სეროტონინის და დოფამინის დაბალი შემცველობის გამო ხშირად იპყრობთ სურვილი, რომ ზამთარში პლედში გაეხვნენ, დივანზე წამოწვნენ და კაკაო დალიონ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სეზონური მოწყენილობა მემკვიდრეობით გადეცემა.თუ ფეხმძიმობისას დედა მიდრეკილი იყო ძილიანობისკენ, მოშვებული იყო და კუნთების ტონუსის დაქვეითებას უჩიოდა, დიდი ალბათობით, ბავშვიც იქნება მიდრეკილი ამ ყველაფრისადმი.


ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილება

პროფესორმა ფილიპსმა დაადგინა, რომ ის მამაკაცები, რომლებიც ზამთარში დაიბადნენ, უფრო მიდრეკილნი არიან ჭარბი წონისკენ. საინტერესოა, რომ ზამთარში დაბადებულ ქალებს მსგავსი მიდრეკილება არ ახასიათებთ. თეორიის მიხედვით, სიცოცხლის პირველივე დღეებიდან შეგრძნობილი დაბალი ტემპერატურა ორგანიზმს აიძულებს, რომ ცხიმი დააგროვოს.


დამყოლობის დაბალი მაჩვენებელი

ზამთარ-გაზაფხულზე დაბადებული ადამიანები უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებულნი გარშემომყოფთა აზრზე.


ფლეგმატური ტემპერამენტი

ზამთარში დაბადებული ადამიანები უფრო მშვიდნი არიან და იშვიათად ახასიათებთ განწყობის ცვლილებები.


გაზაფხული (21 მარტი — 21 ივნისი)

imageშიზოფრენია

ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებში მაღალია შიზოფრენიის გამოვლენის რისკი. მეცნიერების აზრით, დამნაშავეები ვირუსები არიან:ზამთარსა და გაზაფხულზე ვირუსების აკიდება ხომ ყველაზე ადვილია, ამან კი, შესაძლოა, ნაყოფზე ცუდი ზეგავლენა მოახდინოს. ერთი თეორიის მიხედვით, შიზოფრენიის გამომწვევი შესაძლოა კოკსაკის ვირუსი იყოს.


სიმაღლე

ავსტრიელმა ანთროპოლოგმა ხანგრძლივი გამოკვლევა ჩაატარა და შემდეგ დასკვნამდე მივიდა:ყველაზე მაღალი ადამიანები აპრილში იბადებიან, ყველაზე დაბლები კი-ოქტომბერში.ამაში “დამნაშავე" მელატონინია, რომელიც მზის პირდაპირი ზემოქმედებით გამომუშავდება და ზრდის ჰორმონზე ახდენს ზეგავლენას.


სწავლა

ამ პერიოდში დაბადებული ბავშვები სკოლაში კარგად სწავლობენ, ადვილად ითვისებენ კითხვას და ანგარიშს.


გაფანტული სკლეროზის რისკი

რა თქმა უნდა, მხოლოდ იმის გამო, რომ გაზაფხულზე დაიბადეთ, გაფანტული სკლეროზი არ დაგემართებათ. თუმცა, დაავადებულთა უმრავლესობა სწორედ ამ პერიოდშია დაბადებული.


მრისხანების მართვა

იაპონელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გაზაფხულზე დაბადებული ბავშვები უფრო წყნარები და მშვიდობისმოყვარენი არიან.


ზაფხული (22 ივნისი — 22 სექტემბერი)

imageმეტი ცაცია

ცაციების 40 % მარტიდან ივლისამდე შუალედშია დაბადებული.


ცხოვრების წესი-ბუ

ეს ადამიანები დასაძინებლად გვიან წვებიან და დიდხანს სძინავთ. ჩვენი შინაგანი საათები ხომ ადრეული ასაკიდან ყალიბდება, ზაფხულში კი მზე დიდხანს ანათებს და ჩვევა, რომ გვიან დაიძინონ, მათ მთელი ცხოვრება მიყვებათ.


ბედნიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული

გამოკითხვის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ზაფხულში დაიბადნენ, უფრო ოპტიმისტები არიან და თავს ბედნიერად თვლიან.


I ტიპის დიაბეტის მაღალი რისკი

შვედეთში ჩატარებული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ აგვისტოში დაბადებული ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ამ აუტოიმუნური დაავადებისკენ. ამერიკელი მკვლევარები კი ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ვის დავუჯეროთ?-ყველაზე კარგი ტაქტიკაა დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი.


შემოდგომა(23 სექტემბერი — 21 დეკემბერი)

imageდღეგრძელობა

თუ ამ პერიოდში დაიბადეთ, სხვებთან შედარებით მეტი შანსი გაქვთ, რომ დღეგრძელობის რეკორდი გააუმჯობესოთ.


კვებითი ალერგია

სამაგიეროდ, მაღალია ალერგიის შანსი, რაც შესაძლოა პატარაობისას D ვიტამინის დეფიციტს უკავშირდებოდეს.


არადეპრესიულები

მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან, თუ რა არის ამის მიზეზი. შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ ფეხმძიმობის ბოლო თვეებში “შემოდგომელთა" დედები უფრო მეტ ხილს და ნატურალურ წვენებს მიირთმევდნენ.შესაბამისად-ნაყოფიც მეტ ვიტამინს იღებდა. ასეა თუ ისე, ადამიანებს, რომლებიც სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით დაიბადნენ, დეპრესია და ბიპოლარული აშლილობა ძალზე იშვიათად ემართებათ.


დასკვნა

ეს შედეგები განაჩენი არაა. ჯანმრთელობასა და დღეგრძელობაზე ხომ კიდევ უამრავი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას: გენეტიკა, აღზრდა, ცხოვრების წესი, ეკოლოგია და ა.შ. ამასთან, სხვადასხვა კლიმატურ სარტყელში კვლევის შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს.



0
165
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0