x
image
ელენე გუმა
ეს ის ფოტოები რომლის გამოც მაია ასათიანი საზოგადოების ნაწილმა გალანძღა
image
ტელეწამყვანის მაია ასათიანის წიტელ საცურაო კოსტიუმში გამოქვეყნებულმა ფოტოებმა საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია.


როგორც აღმოჩნდა დიდი ნაწილი მას ლანძღავს და საქციელს უწუნებს.


გთავაზობთ იმ ფოტოებს, რომლის გამოც ასათიანისადმი საზოგადოებისგან დიდი აგრესია წამოვიდა და სწორედ ამის გამო ტელეწამყვანმა ვიდეო მიამრთვაც კი ჩაწერა და გაავრცელა.


imageimageimageimage





ცნობისთვის, ტელეწამყვანმა ინსტაგრამ სთორიში კრიტოკოსებს მიმართა და საკუთარ მდგომარეობაზე ესაუბრა.


მისი თქმით, ეს ახსნა მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა ვისაც ეს სჭირდებათ.


"ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ თითოეული თქვენი თბილი სიტყვა, ჩემთვის ნიშნავს ძალიან ბევრს. იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც მე ვარ ნებისმიერი ნებისმიერი პოზიტიური სიტყვები ჩემთვის არის მართლაც სიმართლის სხივი. ჩემ თავს სულ ვაძლევ პირობას, რომ უარყოფით დამოკიდებულებაზე აღარ მექნება რეაქცია, მაგრამ მაინც ძალიან მოქმედებს ეს ჩემზე. მაპატიეთ ამის ახსნა მუდმივად რომ მჭირდება და ახლა იმ ადამიანებს მივმართავ ვისაც ახსნა ჭირდება რას ნიშნავს ქალისთვის ერთადერთი შვილი რომ უკვდება. ეს არ არის სიცოცხლე, მე ვარ მუდმივად სიკვდილში და მუდმივად ვებრძვი ამას.

თქვენ მინდა გითხრათ - ქალებს და დედებს, რომლებიც მლანძღავთ რომ ზაფხულში საცურაო აუზზე მაცვია წითელი, მე ვარ ცოცხალი, ვაგრძელებ ცხოვრებას, რომელიც ცოცხალი არ არის. ყოველ წამს ვიხედები გვერდით, რადგან მგონია ჩემი შვილი გვედით მომყვება.არ მინდა არავინ დავამძიმო მადლობა ყველას ვინც გვერდით მიდგას, უცნობებს და ნაცნობებს.ძალიან დიდი ბოდიში მძიმე თემებს ვეხები.

რატომ მჭირდება აგიხსნათ რომ მძიმედ და ცუდად ვარ არ ვიცი. მინდა იცოდეთ ყოველთვის კარგად არ ვარ. კარგად ყოფნა ჩემნაირი ქალისთვის შეუძლებელია. რა გითხრათ აბა? გათენება და დაღამება შვილმკვდარი ქალისთვის არის კოშმარი. მე ვცდილობ ეს კოშმარი ჩემთვის გაძლებადი იყოს და ვაკეთებ იმას, რაც მე და ჩემს შვილს ძალიან გვიყვარდა - ვცურავ. გაგიკვირდებათ და 21-ე საუკუნეში ცურვა საცურაო კოსტიუმით არის შესაძლებელი. ღმერთმა არავის მოუვლინოს ეს სასჯელი, ყველას თავისი ჯვარი აქვს“


ასევ დაგაინტერესებთ:

მაია ასათიანის აუზზე გადაღებულმა ფოტოებმა სოცქსელი დაიპყრო (ფოტოკოლაჟი)

1
858
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
858
  
2021, 6 მარტი, 17:26
ეს ბრონძრი დედაკაცი რა დღეშია)))))) რას ამტკიცებს რომ ცოცხალია? ეს ხომ ყველამ ვიცით, რომ მკვდარი შვილი ფეხებზე კიდია, არ უნდა იგლოვოს, და თავისი თავი უყვარს იმ დონეზე, რომ თვითკრიტიკა დაკარგა, და ტავის საშუალოზე დაბალი დონიე გარეგნობას რეკლამას უკეთემს გამწარებული?
0 1 1