x
image
მაკა ნიკვაშვილი
მექსიკელმა მერმა თავი ხეიბრად "გაასაღა“, რათა საჯარო მოსამსახურეები შეემოწმებინა. შედეგები მართლაც გაგაოცებთ!

image


მექსიკის ქალაქ კუატემოკის მერმა, კაროლოს ტენამ გადაწყვიტა საკუთარ თავზე შეემოწმებინა, თუ როგორ ცხოვრობდნენ მის ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და დეტალურად გაერკვია თუ რა უჭირდათ ან ულხინდათ ამ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამიტომ მან სოციალური ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა.


image


ეს გადაწყვეტილება კი, ჩინოვნიკმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც შშმ პირებმა სოციალური მუშაკების არაფექტური მუშაობის გამო უკმაყოფილება ერთხმად გამოთქვეს, როგორც ისინი აცხადებდნენ საჯარო მოსამსახურეები საკუთარ მოვალეობებს თავს ცუდათ ართმევდნენ და მათ პრობლემებს სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ. სოც მუშაკები კი, რა თქმა უნდა, მათ კრიტიკას არ ეთანხმებოდნენ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ბრალს სიცრუეში სდებდნენ, ამიტომ ქალაქის მერმა გადაწყვიტა ორივე მხარე თვითონ შეემოწმებინა და მათ სიმართლეშიც თავად დარწმუნებულიყო.


image


2 თვის განმავლობაში ტენა "ინვალიდის" იმიჯზე, აქტიურად "მუშაობდა", ხოლო მას შემდეგ, რაც მისმა გარეგნულმა მხარემ სასურველ შედეგს მიაღწია, მან შესაფერისი ვიზუალით უკვე, დახმარებისთვის მთელ რიგ სოციალურ ორგანიზაციებსა და მერიას მიაშურა. მამაკაცს ქუდი, შავი სათვალე და მუქი ფერის, შალის პულოვერი ემოსა, ასევე, ცალ ყურზე საგანგებო სახვევი ეკეთა, რომელიც სახეს კიდევ უფრო მეტად უმალავდა.

image


ინვალიდის ეტლით პირველ რიგში, ის სოციალური განვითარების დეპარტამენტში გაემართა და თანამშრომლებს უფასო კვების უფლების მინიჭება სთხოვა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სოციალურად დაუცველი ადამიანები ქვეყანაში, კანონის შესაბამისად იღებენ. თუმცა, მას თანამშრომლებმა უარი საკმაოდ უხეში ფორმით განუცხადეს და შენობის დაუყონებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს, ამის შემდეგ, ტენა მერთან შესახევდრად გაემართა, ანუ საკუთარ ოფისში. შესაბამისად, მერი ადგილზე "საპატიო" მიზეზის გამო არ იმყოფებოდა, ამიტომ მან ქალაქის საკრებულოს მდივანთან შეხვედრა გადაწყვიტა.


image


თუმცა, ამის უფლება მას არ მისცეს, მოსაცდელად განუსაზღვრელი დროით დერეფანში გაისტუმრეს და განუცხადეს, რომ ჩინოვნიკი სამსახურში არ იყო. მას შემდეგ, რაც მერი საკუთარი თანამშრომლების არასათანადო მოპყრობასა და საშინელ მუშაობაში საბოლოოდ დარწმუნდა, ვეღარ მოითმინა, ინვალიდის ეტლიდან წამოდგა, სახვევი სახიდან ჩამოიძრო და სათვალე მოიხსნა, ყველა ერთმანეთს გაოგნებული უყურებდა, სიტყვის თქმას ვერავინ ბედავდა.


image


"ეს სოციალური ექსპერიმენტი ერთი მიზნით ჩავატარე - რათა მეჩვენებინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები თუ რა სირთულეებს აწყდებიან ყოველდღიურად. სოციალური მუშაკები, რომლებიც ვალდებულნი არიან მათ მრავალმხრივი დახმარება აღმოუჩინონ, თავიანთ უფლება - მოვალეობას არ ასრულებენ. მე აქამდე ბევრი საჩივარი მივიღე, მაგრამ არ ვიცოდი ვისთვის დამეჯერებინა, ახლა, უკვე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გპირდებით, რომ ყველა საჭირო ზომას მივიღებ ამ სიტუაციის გამოსასწორებლად" - განაცხადა კუატემოკის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში.






0
2157
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
2157