x
image
თოკა ჯაბნიძე
ლეო მესი - ლეგენდის გზა დიდებისკენ
image

ჩემი ოცნება იყო ვყოფილიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი -ლეო მესი.

1987 წლის 24 ივნისს ლეო არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა. მესის ბებია ზრდიდა, როდესაც ლიონელი 5 წლის გახდა სწორედ ბებიამ მიიყვანა სამოყვარულო კლუბ გრანდოლში, ბებია ოჯახის წევრებს არწმუნებდა, რომ ლეო სხვა ბავშებიდან განსხვავდებოდა და შეეძლო ც ნამდვილი ფეხბურთელი დამდგარიყო.

სკოლაში ლიონელი სამაგალითო მოსწავლე გახლდათ. მაგრამ დროის უდიდეს ნაწილს ფეხბურთს უთმობდა.


8 წლის ასაკში ახალგაზრდა ფეხბურთელი ადგილობრივ კლუბ ნიუელს ოლდ ბოისში ასპარეზობდა. წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, მისით რივერ პლეიტი დაინტერესდა.

11 წლის ლიონელს ზრდის ჰორმონის დეფიციტი დაუდგინეს. ლეოს სამკურნალოდ ოჯახი თვეში 900 დოლარს იხდიდა. ამის გამო რივერ პლეიტმა მის შეძენაზე უარი განაცხადა. ნიუელს ოლდ ბოისმა მსგავსი თანხების გაღება არარაციონალურად მიიჩნია.

როდესაც ლეოს საფეხბურთო კარიერა საფრთხის ქვეშ დადგა, ასპარეზზე ბარსელონა გამოვიდა, რომელმაც არამხოლოდ დათანხმდა მის მკურნალობას, არამედ დააფინანსა მისი გადმოყვანა ესპანეთში.

ლეოს ახალი სახლი ლამასია გახდა. თავის პირველ მატჩში პოკერი შეასრულა, ხოლო დანარჩენ 30 შეხვედრაში ჯამში 37 გოლის გატანა შეძლო.

13 წლის ვიყავი, როდესაც ოჯახთან ერთად ბარსელონაში ჩამოვედი. ლამასიაში ბევრ დროს ვატარებდი, მაგრამ ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი. იქ გატარებული დრო ადაპტაციაში მეხმარებოდა.

როდოლფო ბორელი : მე 14 წლამდელ ფეხბურთელებს ვწვრთნიდი, იმ თაობაში უკვე მყავდა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიცაა ცესკ ფაბრეგასი, ჟერარ პიკე, და სხვანი, რომლებიც დღეს ევროპის ტოპ გუნდებში ასპარეზობენ.ლიონელ მესის მოსვის შემდეგ, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ჩვენს წინაშე უდიდესი ფეხბუთელი იყო.

ჟოან ლაპორტა- მთელ კლუბი ლაპარაკობდა, რომ აკადემიაში გამორჩეული ფეხბურთელი გამოჩნდა. გადავწყიტეთ ის პირადად გვენახა. როდესაც 16 გახდა პროფესიონალური კონტრაქტი შევთავაზეთ.

3 წლის შემდეგ მისი დებიუტი პროფესიონალურ დონეზე ამხანაგურ შეხვედრაში პორტუს წინაააღმდეგ შედგა. ჟურნალისტებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდა ფეხბურთელის უდიდეს სამომავლო კარიერას.

საბედნიეროდ იმ ჟამად ბარსას რიგებში მორიგი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი, რონალდინიო თამაშობდა.

პირველი გოლი რონალდინიოს დახმარებით ალბასეტეს კარში გაიტანა.

მახსოვს, როგორ ვაკვირდებოდი მას აკადემიაში, მისი თამაშის სანახავად ყველა მიდიოდა, ამის შემდეგ, ჩვენს ერთად დაიწყო ვარჯიში. მახსოვს მისი პირველი გოლი, გამიმართლა, რადგან ანგარიშის გახსმა სწორედ ჩემი ასისტით შეძლო. ის შესანიშნავი მეგობარია, და მიხარია, რომ ხალხს უდიდეს სიხარულს და სიამოვნებას ანიჭებს.

მათშორის უდიდესი კავშირი იყო, რონი ეხმარებოდა ლეოს, მთელი გუნდი მალევე მიხვდა, რომ ეს 16 წლის ფეხბურთელი სულ მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა.

მიმდინარე წელს ბარსელონას შემადგენლობა საკამოდ ძლიერად გამოიყურება. ვფიქრობ ბევრსაც მიაღწევენ . ალბათ იქნება, ისეთ ფეხბურთელებისთვისაც, სათამაშო დრო, როგორიც მე ვარ. - ლეო მესსი.

როგორც ყოველთვის არგენტინაში კარგი მონაცემების მქონე ფეხბურთელს ახალ მარადონად მოიხსენიებენ. მესიც არ გახდა გამონაკლისი.

2007 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში მოხვედრა მესის პროგრეს ადასტურებდა, არგენტინაში მარადონასთან შედარება გაძლიერდა.

2008/09 წლებში რონალდინიოს წასვლის შემდეგ, ლეომ 10 ნომრიანი მაისური მოირგო. ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგისა და ესპანეთის თასი მოგებით „ბარსელონა“ გახდა პირველი ესპანური კლუბი, რომელმაც ტრიპლეტი შეასრულა.

მესი იმ წელს პირველად გახდა უეფას წლის ფეხბურთელისა და თავმდამსხმელის ჯილდოს მფლობელი.

2009 წლის პირველ დეკემბერს მესიმ „ოქროს ბურთი“ მიიღო. მან კრისტიანო რონალდოს 240 ქულით გაუსწრო, რაც „ოქროს ბურთის“ ისტორიაში რეკორდია.

საერთო ჯამში არგენტინელმა 5 ოქროს ბურთი მოიგო, აქედან 4 თანმიმდევრობით, რაც ასევე სარეკორდოა.

ლიონელ მესიმ 2011/2012 წლებში გერდ მიულერის ლეგენდარული რეკორდი გააუმჯობესა, გინესის წიგნში სეზონში 91 გატანილი გოლით შევიდა.

ერთადერთი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც 40 + გოლი გაიტანა ზედიზედ 10 სეზონი.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც 6 სხვადასხვა ტურნირზე მოახერხა თავის გამოჩენა კარიერაში ორჯერ 2011/12 და 2015/16 წლებში.

ყველაზე მეტი 6 ოქროს ბუცი.

ყველაზე მეტი 419 გოლი და 162 ასისტი ლა ლიგაში.

634 გოლი ბარსელონასთვის. აქედან 41 ჯარიმიდან.

არგენტინის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი.

არგენტინელის რეკორდებზე მთელი წიგნის დაწერაც შეიძლება, 24 ივნის მესი 32 წლის გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ლეო მდიდარი, მისი სახელი კი დიადი გახდა, მთელი მსოფლიო ლიონელ მესის აფასებს, იმის გამო, რომ ის ამ სიდიადის უკან იმალება, მორცხვი ბიჭი, როსარიოდან, რომელსაც უბრალოდ უყვარს ფეხბურთი.

მის გარეშე ფეხბურთი ძნელი წარმოსადეგია, რადგან ლეო არის კიდეც ფეხბურთი.

იხლიდე ვიდეო მასალაც:

1
186
1-ს მოსწონს
ავტორი:თოკა ჯაბნიძე
თოკა ჯაბნიძე
186
  
2019, 30 ივლისი, 13:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1