x
მეტი
  • 21.08.2019
  • სტატია:93746
  • ვიდეო:342192
  • სურათი:455947
"მაპატიეთ, იმ ადამიანებს მივმართავ, ვისაც ახსნა სჭირდება, რას ნიშნავს ქალისთვის, ერთადერთი შვილი რომ უკვდება"-მაია ასათიანი

image

ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა "ინსტაგრამით" ვიდეომიმართვა გაავრცელა საზოგადოების იმ ნაწილის მისამართით, რომლებმაც შვილმკვდარი დედა გააკრიტიკეს სოციალურ ქსელში დადებული წითელ საცურაო კოსტუმში გადაღებული მორიგი ფოტოების გამო:

image

"მაპატიეთ, იმ ადამიანებს მივმართავ, ვისაც ახსნა სჭირდება, რას ნიშნავს ქალისთვის, ერთადერთი შვილი რომ უკვდება. ეს არ არის სიცოცხლე, მე ვარ მუდმივად სიკვდილში და მუდმივად ვებრძვი ამას.


თქვენ მინდა გითხრათ - ქალებს და დედებს, რომლებიც მლანძღავთ, რომ ზაფხულში საცურაო აუზზე მაცვია წითელი, მე ვარ ცოცხალი, ვაგრძელებ ცხოვრებას, რომელიც ცოცხალი არ არის. ყოველ წამს ვიხედები გვერდით, რადგან მგონია, ჩემი შვილი აქ არის.

მადლობა ყველას ვინც გვერდით მიდგას, უცნობებს და ნაცნობებს. რატომ მჭირდება, აგიხსნათ, რომ ცუდად ვარ, არ ვიცი. მინდა, იცოდეთ, ყოველთვის კარგად არ ვარ. კარგად ყოფნა ჩემნაირი ქალისთვის შეუძლებელია. რა გითხრათ, აბა?

გათენება და დაღამება შვილმკვდარი ქალისთვის არის კოშმარი. მე ვცდილობ, ეს კოშმარი ჩემთვის გაძლებადი იყოს და ვაკეთებ იმას, რაც მე და ჩემს შვილს ძალიან გვიყვარდა - ვცურავ.

გაგიკვირდებათ და, 21-ე საუკუნეში ცურვა საცურაო კოსტიუმით არის შესაძლებელი. ღმერთმა არავის მოუვლინოს ეს სასჯელი, ყველას თავისი ჯვარი აქვს, " -ამბობს მაია ასათიანი.

image

შეგახსნებთ, ორიოდე კვირის წინ მაია ასათიანმა "ინსტაგრამზე" საცურაო კოსტუმში გადაღებული პირველი ფოტოსესია განათავსა და მაშინაც საზოგადოების ნაწილისგან გაკიცხვა მოჰყვა.

image

image

0
441
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0