x
მეტი
  • 21.08.2019
  • სტატია:93746
  • ვიდეო:342188
  • სურათი:455947
რუსმა ტურისტმა იტალიაში უნარშეზღუდულ ბავშვებს პიცერიაში ფული გადაუხადა და გაქრა

image

როგორც პიცერიის თანამშრომლები აღნიშნავეს, 20 წლის განმავლობაში, ანუ რაც ეს პიცერია არსებობს მსგავსი შემთხვევა არ დაფიქირებულა.


იტალიური პრესა წერს ინკოგნიტო რუს სენიორზე, რომელმაც კურორტ ლინიანოზე(ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონი)მოხდა ერთ-ერთ პიცერიაში.


პიცერიაში სასადილოდ შევიდა 6 ოჯახი ინვალიდი ბავშვებით, რომლებიც სამკურნალო თერაპიის კურსს გადიოდნენ კურორტზე, იქვე პიცერიაში იჯდა რუსი ტურისტი, რომელმაც გასვლის წინ საკუთარის გარდა მოითხოვა 6-ივე ოჯახის ანგარიში, ამასთანავე ისურვა ინოკონიტოდ დარჩენილიყო.


როდესაც ინვალიდი ბავშვების ოჯახები სადილობას მორჩნენ, რაოდენ იყო მათი გაოცება, როდესაც აღმოაჩინეს, რომ მათი ანგარიში გადახდილი იყო, ემოციებში ჩავარდნილები ოფიციანტებს ჩაეხუტნენ და ატირდნენ, ატირდნენ ოფიციანტებიც(რომლებმაც ეს ამბავი არ იცოდნენ) და ცრემლი მოადგათ მთელს პიცერიის კლიენტურასაც, როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, მსგავსი რამ პიცერიის 20 წლიანი არსებობის მანძილზე არ მომხდარა.


2005 წელს ჰონგ-კონგში ასევე ანონიმურმა ფილანტროპმა ქუჩაში გამვლელებს 7 000 დოლარი დაურიგა.


არანაკლებ უცნაური ფაქტი მოხდა 2013 წელს გერმანიის ქალაქ შტრაუბინგში - 49 წლის მამაკაცმა უცნობ გამვლელებს 1000 ევრო დაურიგა. როგორც მოგვიანებით პოლიციამ დაადგინა, მამაკაცს არ სურდა ეს ფული ყოფილი ცოლისთვის მიეცა.


2016 წელს აზერბაიჯანელმა მილიარდელმა მუბარიზ მანსიმოვმა, მთელი თურქეთი აალაპარაკა მას შემდეგ, როდესაც რესტორნში უპოვარი მოხუცი საჭმლის სათხოვნელად შევიდა, . რესტორნის თანამშრომლებმა მოხუცის დარბაზიდან ძალით გაძევება დაიწყეს, როგორც გაირკვა "რესტორანი მხოლოდ მდიდარ და ცნობილ ადამიანებზე" იყო გათვლილი .

ამის შემდეგ მანსიმოვმა რესტორანი დახურა, მოხუცს საუკეთესო სუფრა გაუშალა და თანაც დასძინა, რომ მოხუც ქალბატონს იმ დღეიდან მოყოლებული მის ხარჯზე შეეძლო ყოველდღე ესადილა, თუმცა ეს უკანასკნელი(უფრო ყოყოჩობის და თვითრეკლამას ჰგავს) ოდნავადაც ვერ შეედრება რუსი ტურისტის ან ჰონგ-კონგელი ფილანტოპის საქციელს.


ამავე 2016 წელს კომპანიის ხელმძღვანელმა, ინდოელმა ბიზნესმენმა სავჯი დოლაკიამ თავის საუკეთესო თანამშრომლებს 400 ბინა და 1200 ავტომობილი გადასცა საჩუქრად.




0
210
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0