x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"თითო მახინჯი ყველა ოჯახში არსებობდა.. გამონაკლისი არც საქართველოა და არც რუსეთი.-ოლეგ ბასილაშვილი

image

"ვიღაც ერთი ჟურნალისტით არ შეიძლება შეფასდეს ქართველი ერი და მისი კულტურა. გაბუნიამ თავისი უკულტურობა და თუ გნებავთ, ქაჯობა გამოავლინა, თუმცა არც რუსულ
მედიას აქვს უფლება, გაბუნიათი შეაფასოს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ისტორია, რომლითაც სრულიად სამართლიანად ვამაყობთ.

ერთი უკულტურო ადამიანის გამო რუსი და ქართველი ხალხის შეფასებისგან თავი უნდა შეიკავოს ორივე­ მხარემ.

ძალიან გულსატკენია იმ ტალახის სროლა, რომელიც ამ ამბებს მოჰყვა, რადგან სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ქართველი კაცის გენეტიკაში კოდივით დევს ოჯახში სრულიად უცხო ადამიანის ძვირფასი ახლობელივით მიღება - ეს ქართული კულტურის ნაწილია, რომელსაც ვერც ჟურნალისტის უცენზურო მონოლოგი, ვერც რუსული მედიის პასუხი და რადიკალური განცხადებები გააბათილებს.

მე ყოველთვის მსუბუქი შეფასების მომხრე ვარ, მაგრამ ახლა მკაცრად უნდა ვთქვა - თითო მახინჯი ყველა ოჯახში არსებობდა და ასე იქნება ყოველთვის. გამონაკლისი არც საქართველოა და არც რუსეთი.


ხელოვნური დაძაბულობა შემთხვევით არ მიხსენებია - საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, სადაც ასეთი სითბოთი და პატივისცემით ხვდებიან რუს ხალხს. პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ამის აღიარება ბევრს არ უნდა. და მაინც, ეს არის რეალობა, რომელსაც ყველა კარგად ხედავს. სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას შეუძლია ორ ხალხს შორის ურთიერთობის დალაგება.''

ოლეგ ბასილაშვილი, რუსეთის სახალხო არტისტი

0
96
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0