x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"დროში მოგზაურმა " ბიჭმა აღიარა, რომ ფეიკ-ვიდეოებს უკვეთავდნენ
imageშარშან იანვრის თვეში მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია "დროში მოგზაურ ბიჭზე", რომელმაც ზესაიდუმლო პროგრამის წყალობით იმოგზაურა მომავალში და ამის დასამტკიცებლად ფუტურისტული ქალაქის ფოტოც ჩამოიტანა.(იხილე სტატია-მოგზაურობა დროში-ბიჭი ამტკიცებს, რომ 6000 წელში იმოგზაურა)


მაშინ ახალგაზრდა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა ამტკიცებდა, რომ 90-იან წლებში გახდა ზესაიდუმლო პროგრამის ნაწილი, რის მიხედვითაც მან თითქოს და 6000 წელში იმოგზაურა და იქიდან ფოტოც ჩამოიტანა.



"დროში მოგზაური" ამტკიცებს, რომ ზესაიდუმლო პროგრამა კვლავ ტესტირებას გადის და მის შესახებ მსოფლიო 2028 წელს შეიტყობს."-ვიდეო YouTube-ის არხმა ApexTV-იმ გაავრცელა, თუ კომენტარებით ვიმსჯელებთ, ეს ნაბოდვარი მომხმარებელთა უმეტესობამ არ დაიჯერა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მის ჭეშმარიტებაში ეჭვიც კი არ შეეპარათ.

image


ახლა კი გაირკვა, რომ ვიდეოს გმირი იყო 16 წლის მოზარდი, დენის ბელი(Denis Bel), რომელმაც აღიარა, რომ ვიდეო ფეიკი იყო, რომელიც ApexTV-იმ დაუკვეთა, როგორც თავად აცხადებს, 14 წლის იყო, როცა პირველად ApexTV-ი დაუკავშირდა და ფეიკ-ვიდეობის გავრცელებაში ჰონორარის გადახდას შეპირდა.



იმ დროიდან დაიწყო დენის ბელის მიერ ბიბლიური "ნოეს"(Noah) ნიკით ფეიკ-ვიდეოების გავრცელება, პოპულარობის ზრდასთან ერთად, ზოგიერთი მომხმარებელი ცდილობდა მისი ნამდვილი ვინაობის დადგენას, ზოგმა გაიგო კიდევაც მისი საცხოვრებელი მისამართი და მუქარებიც გაისმა, მოკვლითაც კი დაემუქრნენ.

image

"აღარ მინდოდა ამ როლის თამაში, სულ მუდამ იმის შიშში ვიყავი, რომ ჩემი ვინაობა გამჟღავდნებოდა", აღნიშნა დენიმ, მიუხედავად იმისა, რომ ApexTV-ის მესვეურები ცდილობდნენ დენის მშობლებთან ხელშეკრულების გაფორმებას, რის მიხედვითაც მისი ვინაობა არხთან თანამშრომლობის დროს არასოდეს გამჟღავნდებოდა.


მოზარდმა, აღიარა, რომ ამჟამად სურს ჩვეულებრივი ბლოგერი იყოს, ApexTV-ს არ მოეწონა ახალგაზრდას საქციელი, ამჟამად ვიდეობის უმეტესობა წაშლილია, Noah-ს ვიდეოებს YouTube-ზე მილიონობით ნახვა ჰქონდა, მათ შორის იყო როგორ ჩაიძირება ამერიკის ტერიტორიის უმეტესობა გლობალური დათბობის შედეგად, აშშ-ს პრეზიდენტების მომავალზე, "დროის მანქანაზე" და სხვები.

0
116
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0