x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გარიგებული სპორტული თამაშები ძველ რომში

ძველი საბერძნეთი – ბევრი სპორტული თამაშის აკვანია და ბრძოლა, როგორც სპორტის სახეობა, სწორედ საბერძნეთში ჩამოყალიბდა და განვითარდა. ის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ძვ. წ. აღრ. 704 წ. ჩართეს და წესის მიხედვით, გამარჯვებულად ის ითვლებოდა, ვინც მოწინააღმდეგეს მიწაზე სამჯერ დასცემდა.

ძველ საბერძნეთში დიდი ყურადღება ექცეოდა მოჭიდავეების პროფესიულ მომზადებასაც და ამისთვის, სპეციალური სპორტული სკოლები იქმნებოდა. ასეთ სკოლებში, სპორტსმენების გარდა, წვრთნებს პროფესიონალი მეომრენიც გადიოდნენ, რომ ბრძოლის დროს, ფიზიკურად მომზადებულები ყოფილიყვნენ.


image
სპორტის ოლომპიური სახეობა – ბერძნულ–რომაული ორთაბრძოლა (კლასიკური ჭიდაობა) მართალია ძველ საბერძნეთში ჩაისახა, მაგრამ რომაელებმა დიდი წვლილი შეიტანეს მის განვითარებაში და რა თქმა უნდა, სახელიც აქედან მოდის...

და აი, ეგვიპტეში ნაპოვნ პაპირუსზე, ძალიან საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს, სპორტის ამ სახეობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ძველი დოკუმენტი გვამცნობს, რომის იმპერიაში, არსებული სპორტული ქრთამის, ანუ სპორტული გარიგებების შესახებ. როგორც გაირკვა, მოჭიდავეებს თანხებს სთავაზობდნენ შეჯიბრში მონაწილეობის და გარკვეული შედეგის «დადებისთვის» (თანხა, ერთი ვირის საფასური იყო, – დაახლოებით, 500 სესტერცის ფარგლებში).

ასე, რომ, სპორტული გარიგებები, რომის იმპერიაში, ფართოდ გავრცელებული ყოფილა და ეს, იმის მიუხედავად, რომ ასეთი საქმიანობა კანონით აკრძალული იყო და სერიოზულად ისჯებოდა.

image

მართალია, სპორტული თამაშების სამშობლოში, გარიგებული თამაშების შესახებ, დოკუმენტური მტკიცებულება არ მოიპოვება, მაგრამ როგორც ჩანს, მსგავსი რამ, არც ძველი ბერძნებისთვის იყო უცხო. გადმოცემის თანახმად, ზევსის ქანდაკება ოლიმპში – მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი, არაკეთილსინდისიერი სპორტსმენების მიერ გადახდილი ჯარიმების თანხით შეიქმნა (ძვ. წ. აღრ. 435 წ.), ხოლო ფილოსოფოსი ფილოსტრატოსი (170 – 250 წწ.) მწვრღნელებს ადანაშაულებდა, რომ «ისინი ათლეტებისთვის დამრიგებლები იყვნენ, მოგების მიღების მიზნით, თამაშების ყიდვა-გაყიდვის საქმეში».

P. S. თუ ზევსის ქანდაკების დაფინანსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიამრთლეს შეესაბამება, მაშინ გამოდის, რომ სპორტული გარიგები ძველ მსოფლიოში მასშტაბურ ხასიათს ატარებდა... ზევსის ქანდაკების სიმაღლე 6 მ. იყო. ხოლო, სიმაღლე, კვარცხლბეკთან ერთად, სხვადასხვა მონაცემებით, 12 – 17 მ-ს შეადგენდა და ის მთლიანად ოქროთი და სპილოს ძვლით იყო დაფარული. ქანდაკების ოქროს დეტალებზე 200 კგ. სუფთა ოქრო დაიხარჯა და მისი ფასი, ძველი კურსით და თანამედროვე გადაანგარიშებით, დაახლოებით, 10 მლნ. დოლარი იყო. imageimageimageimageimageimageimage










0
391
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0