x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94858
  • ვიდეო:342595
  • სურათი:456881
რა განსხვავებაა კლასიკურ და ოპერანტულ განპირობებულობას შორის?

ბიჰევიორიზმი (ინგლისური სიტყვიდან - behaviour) გახლავთ ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ფსიქიკას განიხილავს, როგორც ქცევითი გამოვლინებების, რეაქციების ერთობლიობას გარე ზემოქმედებაზე. აქ ქცევა განხილულია, როგორც იმ ფიზიოლოგიურ პროცესთა ერთობლიობა, (ჟესტ-მიმიკები, პოზა, გამომეტყველება, გამღიზიანებელზე რეაქცია, ინტონაცია) რომელიც ხორციელდება რაიმე მიზნის მისაღწევად. ბიჰევიორიზმის ფუძემდებლად მიიჩნევა ამერიკელი ფსიქოლოგი ჯონ უოტსონი, ხოლო თვალსაჩინო წარმომადგენლებად ასევე ითვლებიან ფ.ბ სკინერი, ე.თორნდაიკი, ა.ბანდურა.

რა განსხვავებაა პავლოვის კლასიკურ განპირობებულობასა და სკინერის ოპერანტულ განპირობებულობას შორის? ამისათვის ჯერ განვიხილოთ თითოეულის მნიშვნელობა.

კლასიკური განპირობება არის დასწავლის ტიპი, რომელშიც ქცევა (განპირობებული რეაქცია) გამოწვეულია სტიმულით (განპირობებული სტიმული), რომელიც, თავის მხრივ, განმტკიცებულია ბიოლოგიურად მნიშვნელოვან სტიმულთან ასოციაციის გამო. კლასიკური განპირობების ამოსავალი წერტილი რეფლექსი და რეფლექსური, დაუსწავლელი რეაქციაა.

ოპერანტული განპირობებულობა კი არის დასწავლის ფორმა, რომელშიც ორგანიზმის მიერ გამოვლენილი რეაქციის ალბათობა შედეგის მიხედვით იცვლება. (ტერმინი ოპერანტული ნიშნავს გარემოზე გავლენას, მისით ოპერირებას.)

განსხვავება 1
კლასიკური განპირობების დროს მტკიცე კავშირი მყარდება ნეიტრალურ გამღიზიანებელსა და უპირობო რეაქციას შორის, ხოლო ოპერანტულ განპირობებულობაში იმის გამო, რომ მხოლოდ სწორ ქცევას მიჰყავს ცოცხალი არსება წარმატებამდე, (თორნდაიკის ცდის და შეცდომის მეთორდის თანახმად) კავშირი მყარდება გამღიზიანებელსა და წარმატების მომტან ქცევას შორის.

განსხვავება 2
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კლასიკური განპირობება რეფლექსური ბუნებისაა, ოპერანტულის დროს კი ახალი, არათანდაყოლილი ქცევის შესწავლა, ძიება, რომელიც მოთხოვნილების დაკმაყოფილების გზაზე წარმატების მომტანია. ითვლება, რომ ოპერანტული განპირობება უფრო მაღალი დონის ფსიქიკური აქტივობაა, რომელიც ცოცხალს არსებას აძლევს შესაძლებლობას გააფართოვოს გარემოსთან ურთიერთობის საზღვრები და არ იყოს მისი ქცევა შეხღუდული მხოლოდ ბიოლოგიური დეტერმინატებით.image

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0