x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93876
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456126
"გარდაცვლილთა ქორწილები“ - "ინ ჰუნის" საშინელი ჩინური ტრადიცია, რომელიც დღემდე არსებობს

image


"ინ ჰუნის" ჩინური ტრადიცია უკვე 2000 წელს ითვლის და თავისი ფესვებით ის - დაოსიზმის საწყისებთან მიდის. ამ ერთ - ერთ ყველაზე საზარელ ტრადიციას საფუძვლად ჩინური ტრადიციული აზროვნების ორი საკვანძო ელემენტი - წინაპრებისა და დაოსიზმის კულტი უდევს, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილთა სულები აჩრდილების სამყაროში გადადიან, სადაც მათ წინაპრები იცავენ და უვლიან, თუმცა მათი ეს "ზრუნვა" კიდევ უფრო ეფექტური რომ გახდეს, საჭიროა დაოს ჰარმონიის - "ინისა" და "იანის" ერთობის დაცვა.


image


როგორც დაკრძალვის რიტუალი, ის ჰანის დინასტიიდან მომდინარეობს. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ როცა უცოლო მამაკაცი იღუპება, გარდაცვლილის ოჯახი ყველა ზომას იღებს, რომ მას, იმ ქვეყნად წასვლამდე, სულის უკვდავებისთვის მეგობარი ქალი უპოვოს, მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარი მიცვალებულისთვის პარტნიორის ცხედარი იშოვოს.


image


ტრადიციისამებრ, გარდაცვლილი მამაკაცი საიქიოში ინაცვლებს, სადაც მას წინაპრები ყველანაირ დახმარებას უწევენ. თუმცა, სავალდებულოა რომ მისი მამაკაცური და ქალური ენერგია წონასწორობაში იყოს, ამისთვის კი საჭიროა რომ გარდაცვლილი დაქორწინებული იყოს. იმქვეყნად საშინელი წამება არა მხოლოდ უცოლო მამაკაცს, არამედ სააქაოში დარჩენილ მის მთელს ოჯახსაც ელის. ამიტომ, დაღუპულის ოჯახი იძულებულია "ინისა" და "იანის" ჰარმონია აღადგინოს, ანუ თავისი მიცვალებული "დააქორწინოს". ამისთვის კი, ახალგარდაცვლილი, ლამაზი პატარძლის ცხედარია საჭირო, რომელსაც მამაკაცის ოჯახი უბრალოდ ყიდულობს.


image


რა თქმა უნდა, "ინ ჰუნის" ტრადიცია, არც დიდი ხნის წინ გარდაცვლილი პატარძლის ნაწილების გამოყენებას კრძალავს, მთავარია ის, გარდაცვლილი სასიძოს ნაწილებთან ერთად დაიკრძალოს.


image


მაგრამ, თუკი გარდაცვლილს სიცოცხლეში შეყვარებული ჰყავდა, მაშინ, ჯვარს მას, თავის მეგობარ გოგონასთან ეკლესიაში წერენ, სადაც სიძის ცხედარს რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მამალი ცვლის. ქორწილის შემდეგ კი, პატარძალი მეუღლის ოჯახში გადადის და ცხოვრებას მის მშობლებთან ერთად იწყებს. საგულისხმოა, რომ გოგონას ოჯახი ასეთი ქორწინებიდან საკმაოდ დიდ თანხას, დახლოებით 10 ათას იუანს იღებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი საქორწინო კავშირები ჯერ კიდევ მაო ძედუნმა აკრძალა. "ინ ჰუნის" ტრადიცია თანამედროვე ჩინეთში უკვე წარსულის გადმონაშთად ითვლება, თუმცა მისი ჩატარება მიყრუებულ სოფლებში დღემდე გრძელდება, სადაც მას სამარცხვინოდ და განსაკუთრებულ ბოროტებად არავინ თვლის. პირიქით, ადგილობრივი მცხოვრებლები მის შესრულებას, გარდაცვლილი შვილის წინაშე თითოეული მშობლის მოვალეობად მიიჩნევს.



image


თუმცა, ყველაზე საშინელი ის არის, რომ ამ ტრადიციისგან ზოგიერთმა მთელი ბიზნესი ააწყო. ჩინეთში უკვე დიდი ხანია "შავი ბაზარი" არსებობს, სადაც ქალებისა და ბავშვების გარდა, ახლა უკვე გარდაცვლილთა ცხედრებსაც ყიდიან. ლოდინი, თუ როდის გამოჩნდება შესაფერისი ცხედარი ყველას არ ძალუძს. ამიტომ, ზოგიერთი ადამიანი დაშაულზეც კი მიდის. აი, მაგალითად სონ ტიანტანგი.


image


ის პოლიციამ ექვსი გოგონას მკვლელობისთვის დააკავა, ბრალდებულმა იმისთვის, რომ საკუთარი ბიზნესი, სასურველი "კანდიდატის" ლოდინში დიდხანს არ ეზარალებინა, დანაშაულის ჩადენა თავად გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, "შავ ბაზარზე" გარდაცვლილი პატარძლების ფასი კალეიდოსკოპური სიჩქარით იზრდება.




0
281
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
281