x
image
თამილა გურაშვილი
სეისმური იარაღის შექმნა თეორიულად შესაძლებელია- ექსპერტი
image
სეისმური იარაღის შექმნა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ჯერჯერობით ადამიანის ცოდნის დონე არ იძლევა ამის გაკეთების საშუალებას."- აცხადებს სეისმური ამინდის პროგნოზისა და გლობალური მონიტორინგის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტის კოორდინაციისა და პროგნოზული ცენტრის მკვლევარი, სამველ აკოფიანი რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში.


"სეისმური იარაღის შექმნა შესაძლებელია, მაგრამ ადამიანის ცოდნის დონე არ იძლევა ამის გაკეთების შესაძლებლობას. თუ გვეცოდინება, რა ბუნებრივი პროცესები წავა და როგორ მიაღწევენ კრიტიკულ დონეს, მაშინ, ეს შეიძლება იარაღად გადაიქცეს." - თქვა აკოფიანმა.


მაგალითისთვის, მან 1988 წელს სომხეთში მომხდარი სპიტაკის მიწისძვრა დაასახელა. მისი აზრით, ხელოვნურმა ფაქტორმა- ახურიანსკის რეზერვუარის ექსპლოტაციაში გაშვებამ, გამოიწვია მიწისძვრა.

"სომხეთი მდებარეობს არაბეთის ტექტონიკური ფილების ზონაში, რომელიც პირველ რიგში კავკასიის მთასთან და სომხეთთან არის დაკავშირებული. 1980 წელს სომხეთისა და თურქეთის საზღვრებზე ახურიანსკის წყალსაცავი ამოქმედდა. წყალი ყველაზე მგრძნობიარე ელემენტია მიწის ქერქში და ამან მოახდინა მიწისძვრის პროვოცირება." განაცხადა ექსპერტმა.


ნავთობის ფიქალიდან გაზის მოპოება, მისი აზრით, სეისმური აქტივობის ფაქტორია. "ეს არის აშკარა ადამიანის გავლენა მიწისძვრებზე." - განაცხადა აკოფიანმა.

"ითვლებოდა, რომ ბირთვული აფეთქებით შეიძლება გამოიწვიონ მიწისძვრა და მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს სამიპალატინსკში. წარმოიქმნა ყველაზე დიდი კითხვა, თუ რამდენი ენერგია უნდა მიენიჭოს მყარ დედამიწას?

მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება შეიძლება ჩატარდეს მიწისძვრის სხვადასხვა სიმძლავრისთვის, მაგრამ მხოლოდ 2-დან 3 პროცენტს გადაეცემა სეისმური აქტივობის ფორმა. ის ნგრევა, რასაც ჩვენ ვხედავთ მიწისძვრების დროს, არის ერთი-ორი პროცენტი იმ ენერგიიდან, რომელსაც ლითოსფერო ამზადებს ამ მიწისძვრისთვის."- დასძინა აკოფიანმა.

0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0