x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სამაგალითო სელებრითები, რომლებმაც თავიანთ ფანებს გული არ დასწყვიტეს და გამოსაშვებ საღამოზე მეწყვილედ გაჰყვნენ
image

კლოი კარდაშიანისათვის, ისევე როგორც ამ ბიჭისათვის, ეს გამოსაშვები საღამო პირველი იყო. ბიჭი აღფრთოვანებული დარჩა კლოის ყურადღებითა და თვითერზე მისი მისამართით კლოის მიერ გაკეთებული კომენტარით იმასთან დაკავშირებით, რომ მან საუკეთესოდ გაატარა დრო ამ სიმპატიურ ყმაწვილთან ერთად.

image

ამერიკელმა კალათბურთელმა დუაინ ვეიდმა კი ძალიან გაახარ გოგონა, როდესაც მის გამოსაშვებ საღამოზე გაყოლაზე დასთანხმდა.


image

Drake-მა კი თავის ბიძაშვილს დასდო პატივი და გამოსაშვებ საღამოზე მესამე პერსონად გაჰყვა.

image


გოგონა, სახელად შაინა, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ჯო ჯონასის იუთუბ ვიდეოზე დატოვებულ მის კომენტარს ჯონასის გამოსაშვებ საღამოზე მეწყვილედ გაყოლასთან დაკავშირებით, ვინმე ყურადღებას მიაქცევდა, თუმცა ჯოს ყურადღების მიღმა არ დარჩენია გოგონას კომენტარი და მისი გამბედაობით აღტაცებულმა, ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ვიდეო მიმართვის საშუალებით, იგი კონცერტზე მიიწვია და სთხოვა სხვა თარიღით დაენიშნათ შეხვედრა, ვინაიდან კონცერტების გამო ჯონასი ვერ ახერხებდა გამოსაშვებ საღამოზე მასთან ერთად წასვლას.


image

ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა ვანესა ჰაჯენსმა, ძალიან გაახარა ცეზარ გურო, რომელიც კიბოს ებრძვის, როდესაც მას გამოსაშვებ საღამოზე გაჰყვა. ცეზარმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დიდი მადლობა გადაუხადა ჰაჯენსს საუკეთესო საღამოსთვის. ჰაჯენსმა კი ერთად გადაღებული სურათით უპასუხა.


image

ეს ბიჭი კი თავისმა შეყვარებულმა მიატოვა ზუსტად გამოსაშვები საღამოს დღეს. თუმცა კაილი ჯენერი დასთანხმდა პარტნიორად გაყოლაზე. აღსანიშნავია, რომ ეს გამოსაშვები საღამო, კაილისთვისაც პირველი იყო.


image

დანიელმა მოდელმა Nina Agdal-მა უდიდესი გულისხმიერება გამოიჩინა, როდესაც თინეიჯერ ბიჭს მეჯლისზე მეწყვილედ გაყოლაზე დასთანხმდა მას შემდეგ, რაც ბიჭმა კეიტ აპტონისგან უარი მიიღო.


image

ბინდის ვარსკვლავმი Kellan Lutz-მა კი ამ გოგონას გაჰყვა გამოსაშვებზე. გოგონამ თვითერის დახმარებით, კელანს მადლობა გადაუხადა.



0
474
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0