x
image
მაია 24
"საქართველოსთვის ვალების გასტუმრების დრო დადგა, სამყარო გზავნის შანსებს ჩვენი ქვეყნისთვის!" - ასტროლოგი 17 ივლისის მთვარის დაბნელებაზე
image

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 17 ივლისს მოსალოდნელი მთვარის დაბნელების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ქართველებისთვის მეტად საყურადღებო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას:


"მეგობრებო, ამ სეზონის მეორე დაბნელება გვიახლოვდება. მსოფლიოს ასტროლოგები კარგა ხანია წერენ მასზე და აღნიშნავენ, რომ ის საკმაოდ იოლი გადასატანი იქნებაო, რადგან ამ დროს ცაზე პლანეტათა შორის დადებითი ასპექტები სჭარბობს, ვენერა, ნეპტუნი, თეთრი მთვარე - ეს სამი მაქსიმალურად აბალანსებს სიტუაციას.


მაგრამ მე რაღაც ისეთი დეტალი შევამჩნიე, რაც არ ეხება სხვა ქვეყნებს, სამაგიეროდ აქტუალური გამოდის საქართველოსათვის.



აი, რა ხდება - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1991 წლის 9 აპრილს. იმ დღის რუკაზე კარმული კვანძები თხის რქა-კირჩხიბის 24° 6' ზე იდგნენ. 17 ივლისის მთვარის დაბნელება კი იგივე ღერძზე იგივე გრადუსზე, ორი მინუტის დაშორებით ხდება (24 ° 4'). ასტროლოგიაში ჩახედული ადამიანისთვის ეს მცირე მინიშნება როდია, რომ საქართველოსთვის კარმული ვალების გასტუმრების დრო დადგა.


კირჩხიბი - მოგეხსენებათ, სამშობლოა ასტროლოგიის ენაზე, ისტორია, ფესვები, ადათები და ტრადიციები, და რაღა თქმა უნდა - ოჯახი, რომელიც ნორმალური სახელმწიფოს მთავარი მორალური ფასეულობა და დასაყრდენი უნდა იყოს, ვინაიდან ოჯახი არის ის ერთეული, ის ფუნდამენტი, რომელზედაც უნდა იდგეს დანარჩენი ყველაფერი.


ამის საპირისპირო ნიშანი გვაქვს თხის რქა - კანონი, ნომენკლატურა, სტრუქტურა, ხელისუფლება.


ჩვენი შეცდომა ალბათ იმაშია, რომ აქ მხოლოდ ორ დაპირისპირებულ მხარეს ვხედავთ, და ვერ ვაანალიზებთ, რომ ეს ფაქტობრივად ერთი ღერძია. ერთი ხაზის თავი და ბოლო.


თუ არ იქნება ძლიერი ოჯახი, ვერ მივიღებთ ძლიერ სახელმწიფოს. თუ სახელმწიფო სუსტდება, ირღვევა ოჯახური და ეროვნული ფასეულობების სისტემაც.


მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ არასწორი გზა - კლანები (იგივე ოჯახის მახინჯი ფორმა მმართველობით სტრუქტურებში). ეგების დროა, გონს მოვეგოთ? სამყარო გზავნის შანსებს პირადად ჩვენთვის, 17 ივლისის მთვარის დაბნელება საქართველოს ტერიტორიიდან გამოჩნდება, მაშასადამე მას ზეგავლენა ექნება ჩვენზე. და რადგან დაბნელებები რეალურად ახალი ციკლის დასაწყისის გზის ამთვლელია, ხოლო ზოგადი ფონი ამ კონკრეტული დაბელებისა, როგორც ზევით ვახსენე, ფრიად დადებითია, ეგებ მოვახერხოთ და სწორ კალაპოტში ჩავდგეთ ახლა მაინც...


გულით გისურვებთ სიკეთეს, მშვიდობას გამთლიანებულ ერს და გამთლიანებულ ქვეყანას!"



ასევე დაგაინტერესებთ:


როდიდან გაუმჯობესდება საქართველოს მომავალი, მისი ასტროლოგიური რუკის მიხედვით - ასტროლოგი მძიმე კოსმიური პერიოდის შესახებ


ღმერთო, ნუ გვესვრი მეტეორს! - ანუ რატომ აქვს საქართველოს "ჯადო"?


ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი - "შემთხვევითი ნაცნობობაც კი შესაძლოა უფრო მეტში გადაიზარდოს"


ივლისის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან და თვის პოზიტიური დღეები ზოდიაქოს ნიშნებისთვის


მზის და მთვარის დაბნელება 2 და 17 ივლისს - ზოდიაქოს რომელ ნიშნებზე იმოქმედებს უფრო მეტად და რას ველოდოთ კონკრეტულად


რას გვიმზადებს ივლისში მზისა და მთვარის დაბნელებების დერეფანი - "მისი ზეგავლენა უკვე ვიგრძენით, მომდევნო უფრო რთული იქნება"

0
1120
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0