ივენთები Cercle – ის მასტერკლასი თბილისში - გუნდი, რომელიც ქმნის ყველასგან განსხვავებულ ივენთებს მსოფლიოს ყველაზე ორიგინალურ ადგილებში 2019, 15 ივლისი, 14:09 20 ივლისს თბილისს ცნობილი მუსიკალური პროექტი Polo & Pan ეწევევა და დაუვიწყარ კონცერტს გამართავს. ღონისძიების ორგანიზატორებმა, ორგანიზაცია „ორიგამის“ დამფუძნებლებმა AMBEBI.GE-სუამბეს, რომ Polo& Pan-ს თბილისში კონცერტის გამართვა ძალიან უნდოდა და ქართველი მსმენელის წინაშე „ლაივითა“ და ორი შემსრულებლით წარსდგება. სახელმწიფო პანტომიმის თეატრის კოსტიუმირებული მიმები კი მუსიკის, მოძრაობისა და პლასტიკის ულამაზეს შერწყმას წარმოადგენენ. Polo & Pan - ს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება, მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცის სიურპრიზის შესახებ, რომელიც ორგანიზატორებს სტუმრებისთვის აქვთ. „Origami“ წარმოგიდგენთ Cercle-სმასტრკლასს, სადაც მათი გუნდის წევრები - დერეკ ბარბოლა და ფილიპ ტუჩმანი გაგვიზიარებენ გამოცდილებას, ივენთების ორგანიზებისა დამუსიკალური ინდუსტრი ისშესახებ. Cercle- გუნდი ქმნის ყველასგან განსხვავებულ ივენთებს, მსოფლიოს ყველაზე ორიგინალურ ადგილებში. მათთვის პრიორიტეტია ლოკაციის ორიგინალურობა, რათა ელექტრონული მუსიკის ფონზე მსოფლიოს გააცნოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობა, სხვადასხვა ქვეყნიდან. მათი მასტერკლასები იმდენად ცნობილია, რომ დაანონსებისთანავე ყველა ბილეთი მაშინვე იყიდება. ქართველ მსმენელს კი საშუალება ექნება 20ივლისს 19:00საათზე, ისინი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ეზოში იხილოს. დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც Polo & Pan (Live) - ის ბილეთები აქვს შეძენილი. 9 2-ს მოსწონს
|