x
რუსული С-400-ები უკვე თურქეთშია - აშშ-თურქეთის ურთიერთობები ჩიხში შევიდა

image

დღეს თურქეთში საკმაოდ მნიშვნელოვანია დღეა - 15 ივლისი, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამი წელი გავიდა. ამ სამი წლის განმავლობაში თურქეთის პრეზიდენტმა მოახერხა და ქვეყანა ავტორიტარულ რელსებზე დააყენა. დააპატიმრეს და სამსახურიდან გაანთავისუფლეს ათობით ათასი ადამიანი, საუბარი აღარაა იმაზე, თუ როგორ გამოჰქონდა სასამართლოს განაჩენი და როგორ მიმდინარეობდა დაკითხვები. იყო ძალადობა და ამის არაერთი მაგალითი არსებობს...

თუმცა დღევანდელი დღის მნიშვნელობას ამძაფრებს ის პროცესი, რომელიც 12 ივლისს დაიწყო და როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, სრულად 2020 წლის აპრილისთვის უნდა დასრულდეს. ლაპარაკია თურქეთში რუსული საზენიტო-სარაკეტო დანადგრების С-400-ების მიწოდების დაწყებაზე. გასული შაბათ-კვირის განმავლობაში რამდენიმე რეისი განხორციელდა და თურქეთმა უკვე მიიღო შეიარაღების საკმაოდ მსხვილი ნაწილი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის და რუსული იარაღის სრულად ასამოქმედებლად დრო არის საჭირო.


საინტერესოა ისიც,

რომ მიუხედავად ამეირიკის შეერთებული შტატების მუქარისა სანქციებთან დაკავშირებით, მთელი ეს პერიოდი თურქეთის მხარე აცხადებდა, რომ С-400-ების შეძენა გადაწყვეტილი და დასრულებული საქმე იყო და ვერავითარი საქნციები ამას ვერ შემოაბრუნებდა. თავის მხრივ, ამერიკული მხარე ხან სანქციებით იმუქრებოდა, ხან უფრო სარფიან შეთავაზებას აკეთებდა თურქეთის მიმართ, რათა მათ რუსულის მაგივრად ამერიკული ანალოგები MIM-104 Patriot-ები შეეძინათ. დიდი ოცეულის სამიტზე ორმხრივი შეხვედრისას დონალდ ტრამპმა თაიფ ერდოღანთან საუბრისას ისიც კი განაცხადა, რომ თურქეთის ასეთი გადაწყვეტილება ამერიკის წინა ადმინისტრაციის ბრალი იყო და პასუხისმგებლობა ბარაკ ობამას აჰკიდა. თუმცა მაინც არაფერმა არ გაჭრა.

С-400-ების შეძენა შეიძლება აიხსნას, როგორც ერთი მხრივ, თანამედროვე შეიარაღების მიღება თურქეთის მხრიდან, თანაც საკმაოდ იაფად ამერიკულ ანალოგთან შედარებით, მეორე მხრივ კი რეჯეფ თაიფ ერდოღანის სურვილით, აწარმოოს უფრო მეტად დამოუკიდებელი პოლიტიკა და ახლო აღმოსავლეთში წამყვანი ძალა გახდეს.

რატომ შეიძლება გასჩენოდა სურვილი თურქეთის პრეზიდენტს უფრო მეტად დამოუკიდებელი პოლიტიკა ეწარმოებინა? იხილეთ ვრცლად
0
182
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0