x
image
გემი დალანდი
დედამ ,,მიცვალებული" კრემაციისგან იხსნა
ინდოეთის შტატ ტელანგანის მკვიდრი ლამის ცოცხლად დაწვეს ექიმების დაუდევრობის გამო.

ჰენდემ კირანი ივნისის მიწურულს ცუდად გახდა. მას მაღალი სიცხეები და გულისრევა ჰქონდა. ჰოსპიტალში ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს:ჰეპატიტის მძიმე ფორმა, - და ახლობლებს ურჩიეს, რომ მამაკაცი კერძო კლინიკაში გადაეყვანათ, სადაც ის კომაში ჩავარდა.

image

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ახლობლებს აცნობეს, რომ მისი ტვინი გაითიშა და გადარჩენის შანსი აღარ არსებობდა. კირანის დედამ ექიმებს უარი განუცხადა მისი შვილის აპარატიდან გამორთვაზე.


“მინდოდა, რომ მისი უკანასკნელი ამოსუნთქვა მის სახლში მომხდარიყო"-თქვა მოგვიანებით ქალმა.

კირანი სახლში გადაიყვანეს და კრემაციისთვის მზადება დაიწყეს.სწორედ ამ სამზადისის დროს დედამ მის თვალებთან ცრემლები შეამჩნია და სასწრაფო გამოძახა. ექიმებმა კი აღმოაჩინეს, რომ მისი გული ჯერ კიდევ ფეთქავდა და კირანი ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამი დღის შემდეგ ის გონზე მოვიდა, მალე საავადმყოფოდანაც გაწერეს და ახლა მკურნალობის კურსს სახლში გადის.


0
106
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0