x
image
ელენე გუმა
ამ კვირაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს - ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
image
ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა "იმედის დილაში" კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე და მინიშვნელოვან მოლენებზე ისაუბრა.


მისი თქმით, ხვალ და ზეგ დაბნელებების დერეფანს ვასრულებთ და უმძიმესი პერიოდიც მთავრდება.


მისივე თქმით, საყურადღებოა ხვალინდელი და ზეგინდელი დღე, ხვალიდან მთვარის დაბნელება მაღალ ტემპერატურას გამოიწვევს და ერთი კვირა საშინელ სიცხეებს უნდა ველოდოთ.


ცაგარელის განცხადებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე გვაქვს ამ კვირაში, ეს არის პარასკევი, მერკური ხდება რეტროგრადული და გადადის კირჩხიბში, რომელიც 11 აგვისტომდე გაგრძელდება, ეს კი თავის მხრივ რას აძლევს ადამიანს? გაუმჯობესდება ფოტოგრაფიული მეხსიერება, იუმორის უნარი, განსაკუთრებული ლტოლვა ოჯახისადმი. ემოციურობა, მგრძნობიარობა და ინტუიცია წინა პლანზე წამოიწვევს. თუმცა ტყუილებისადმი მიდრეკილება და შიშები გამძაფრდება.



რა გველოდება მიმდინარე კვირაში თითოეულ ჩვენგანს.


19-მდე რთული მდგომარეობაა, 19 ივლისიდან კი შედარებით ამოვისუნთქებთ ყველა.


ვერძი- 19 ივლისამდე რთული პერიოდი აქვს, თავის ტკივილები, უძილობა, სამსახურეობრივი ჭორები, ინტრიგები, სულსწრაფობა, ყევალფერი წინა პლანზეა. 19 -დან ენერგოტონუსი მატულობს, იდეების რეალიზაცია შესაძლებელი ხდება, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მართებს, რომ სხვას არ დაუჯეროს, რადგან ზოგი მისი შესაძლებლობების გამოყენებას ეცდება. ამიტომ საკუთარ ინტუიციას დაუჯეროს.


კურო - გაღიზიანება მაღალია, არ უნდა აჰყვეს ემოციებს და შიდა ნერვიულობას, არავითარი ახალი საქმე და ახალი პროექტის დაწყება. 19-დან კი ახალი სამსახურის დაწყების შანსი და იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა მაღალია. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება.


ტყუპები - მათ აქვთ კოსმიური გამოცდა 19 ივლისამდე პარტნიორულ ურთიერთობაში. აქ კონფლიქტების ალბათობა მაღალია. ასევე მაღალია ღალატის ალბათობა პარტნიორების მხრიდან. იყავით ყურადღებით და აკონტროლეთ თქვენს ზურგს უკან რა ხდება. საიდუმლოს ნუ გათქვამთ. 19 რიცხვიდან კი შესაძლებლობა გექნებათ მოაწესრიგოთ ურთიერთობები და სანდო პარტნიორები იპოვოთ. დაიწყოთ ახალი მნიშვნელოვანი პროექტების და იდეების რეალიზაცია.


კირჩხიბი - ყევლაზე ეფექტური ნიშანია. მზე გადის სწორედ მის ნიშანს. 19-მდე პერიოდი მათაც მაინც რთული აქვთ. გაღიზიანება და დაძაბულობა ჯერ კიდევ იჩენს თავს, ცოტა ფრთხილად ვიყოთ მაინც 19-მდე, მარგამ ენერგოტონუსი მაღალია, ჯანრთელობა მდგრადია და შეგიძლიათ იყოთ ენერგიული, აქტიური, შარმიანი. 19-დან ფანტასტიკური პერიოდი გეწყებათ, შესაძლებლობები ყველა ფლანგზე გრადნიოზულია, ყველა საკითხის უპრობლემოდ გადაწყვეტის შანსი გექნებათ არნახულად მაღალი. თქვენ გეწყებათ ძალიან მაგარი პერიოდი, მაგრამ ცოტა ხანმოკლე.



ლომი - 19-მდე მათრახი არ მოიქნიოს მთვარის დაბნელებამ, ცოტა ფრთხილად, რადგან ისედაც მძიმე პერიოდი გაიარეთ. ეს მძიმე პერიოდი მთვარის დაბნელებით მთავრდება და ვიყოთ ყურადღებით. არავითარი სარისკო მოქმედებები, ახალი გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, მშვიდად განვვლეთ ეს დრო, 19- დან კი იწყება თქვენი დრო. აშკარად იგრძნობთ, რომ ენერგია გემატებათ, იღბლიანობა თქვენს მხარესაა, საინტერესო წინადადებები შემოდიან და პერსპექტივები თვალშისაცემი ხდება.


ქალწული - ყურადღება გჭირდებათ კოლეგიალურ ურთიერთობებში, მათი პირდაპირობა და მეწვრილმანეობა ძალიან გააღიზიანებს ხალხს. 19-ის შემდეგ კი იგრძნობთ რომ მეგობრების, ახლობლების და კოლეგების მხრიდან მოდის დახმარება. ურთიერთგაგება გაქვთ და შანსები წარმატების რადიკალურად მოიმატებს.


სასწორი - 19- მდე დაიცავით თქვენი ინფორმაცია, რათა სხვებმა თქვენ საწინააღმდეგოდ არ გამოიყენონ. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან შეცდომის ალბათობა მაღალია. გადაუმოწმებლად ხელშეკრულებებს ხელს ნუ მოაწერთ, რათა სავალალო მდგომარეობაში არ ჩავარდეთ და ფინანსური პრობლემები არ მოგიტანოთ ამან. 19-დან თქვენი შემოქმედებითი ნიჭი ახლებურად გაიფურჩქნება, შინაგანდ გახდებით მშვიდი და გაწონასწორებული.


მორიელი - საუკეთესო პერიოდი იწყება თქვენთვის, ოღონდ 19-დან. 19-მდე ისევ ფრთხილად ვიყოთ, მთვარის დაბნელებას ნუ ვეთამაშებით, რადგან ყველანაირი შავი მაგია და საზიზღრობა სოწრედ ამ პერიოდში ხდება. რადგან შავი მთავრე სატანური უარყოფითი ენერგიის შემოსვლას ნიშანავს. რის გამოც ცდუნებების ალბათობა ყველა ნიშნისთვის მაღალია. ენერგოტონუსი მაღალია და გგონიათ, რომ ყველაფერს მარტივად გააკეთებთ, მაგრამ ცდუნებებსაც ადვილად აჰყვებით, ამიტომ ფრთხილად. 19-ის შემდეგ კი ცდუნებასაც რომ აჰყვეს, პრობლემა მაინც იმდენი აღარ იქნება. შესაძლებლობები წარმატების და იდეების რეალიზაციის მაღალია.


მშვილდოსანი - მოთმინება 19-მდე მაქსიმალურად წინა პლანზე! ფულის პრობელმები შესაძლოა შეგექმნათ, მაგრამ 19-ის შემდეგ ენერგოტონუსი მატულობს, ენთუზიაზმი მატულობს, ოპტიმიზმი წინა პლანზე წამოიწევს და შესაძლებლობები ყველა კუთხით მოიმატებს. ამიტომ 19-ის შემდეგ სულ სხვა ცხოვრება გეწყებათ.


თხის რქა - კვირის პირველი ნახევარი ფრთხილად განვლეთ, კონფლიქტების ალბათობა სამსახურეობრივ სფეროში, კოლეგებთან მაღალია. ეს კი შესაძლოა სამსახურეობრივი კარიერული წინსვლის შეჩერების მიზეზი გახდეს. მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია, ენერგოტონუსი მატულობს, იღბლიანობა მაღალია, თუმცა მაქსიმალური სიფრთხილე ფინანსურ საკითხებში. ზედმეტ ხარჯს მოერიდეთ, ამისთვის საუკეთესო დრო ჯერ არ დამდგარა.


მერწყული - 19- მდე ძალიან ფრთხილად, რადგან შეზღუდვების ზონაში ხართ, მაგრამ 19-დან გეშველებათ. იგრძნობთ რომ ყველაფერი უფრო ადვილად მიდის, საინტერესო იდეები, პროექტები უფრო მეტ ინტერესს იწვევს. შესაძლებლობები ფრთების გაშლის და იდეების რეალიზაციის გექნებათ მეტი.


თევზები - მაქსიმალური ყურადღება 19 -მდე. ძალიან ფრთხილად ნარკოტიკებთან, ალკოჰოლთან, ფსიქოტროპულ ნაერთებთან. მეგობრული ღალატის ალბათობა მაღალია. 19 -მდე ახალ სასიყავრულო ურთიერთობებზე არ არის საუბარი. მოითმინეთ 4 დღეც და 19-ის შემდეგ დაიწყება თქვენი დრო. ხდებით აქტიურები, ენერგიულები, შარმიანები. რაც აქამდე ვერ ან, არ გააკეთეთ, ახლა მოგეცემათ ამის გაკეთების შესაძლებლობა.






0
2383
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
2383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0