x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
Fender, Blackie,Gibson, Washburn და სახელგანთქმული მუსიკოსების სხვა არანაკლებ ცნობილი გიტარები
დღესდღეობით გიტარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია მსოფლიოში. ამ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა შედარებით იოლი შესასწავლია და ამიტომ საკმაოდ ბევრი ადამიანი ეუფლება გიტარაზე დაკვრის ხელოვნებას, მაგრამ იმისთვის, რომ ვირტუოზი გიტარისტი გახდე, საჭიროა შრომისმოყვარეობა და რაღა თქმა უნდა- ბუნებრივი ნიჭი.

მსოფლიოში უამრავი ცნობილი გიტარისტია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მათი გიტარებიც საკმაოდ ღირებულ ფასეულობებს წარმოადგენს და ზოგიერთმა მათგანმა პოპულარობით ლამის პატრონსაც კი გაუსწრო.


image


მაშ ასე, თქვენ წინაშეა მსოფლიოში ცნობილი გიტარისტების არანაკლებ ცნობილი და ძვირადღირებული ინსტრუმენტები.



image


LUCILLE-ეს ნახევრადაკუსტიკური ინსტრუმენტი ბი ბი კინგს ეკუთვნოდა.

image



ამ გიტარასთან მეტად გულისამაჩუყებელი ისტორიაა დაკავშირებული: მუსიკოსმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ინსტრუმენტი ხანძრის დროს დაწვას გადაარჩინა. შემდგომში რომის პაპმა მუსიკოსი თავის გიტარასთან ერთად დალოცა.



image




Hofner Violin Bass-არანაკლებ ცნობილია ეს გიტარა.


image

ის ლივერპულელი ოთხეულის ერთ-ერთ წევრს-პოლ მაკარტნის ეკუთვნოდა. მუსიკოსმა ის გარეგნული შეხედულების გამო შეარჩია. რადგან მაკარტნი ცაცია იყო, მას მოუხდა სიმების გადაწყობა გიტარაზე. სწორედ ამიტომ არჩია მან ეს ინსტრუმენტი. აღსანიშნავია, რომ კარიერის დასაწყისში პოლს სულაც არ უნდოდა ბასისტი ყოფილიყო, თუმცა შემდეგ ის მსოფლიოში ერთ-ერთი სახელგანთქმული ბასისტი გახდა.


image




Frankenstrat-ეს გიტარაც არანაკლებ სახელგანთქმულია.


image


ის 1958 წელს ააწყვეს და მასზე ედი ვან ჰალენი უკრავდა. თავისი არაორდინარული ქცევის გამო სცენაზე მან არაერთხელ დააზიანა ინსტრუმენტი, ერთხელ გატეხა კიდეც, მაგრამ ხელმარჯვე ოსტატებმა გიტარას რესტავრაცია გაუკეთეს და პირვანდელი სახე დაუბრუნეს.


image


fender blackie stratocaster- 1970 წელს კლეპტონმა 50-იანებში გამოშვებული ექვსი "ფენდერ სტრატოკასტერი" შეიძინა. სამი მათგანი პიტ თაუნშენდს, ჯორჯ ჰარისონს და საკუთარი ბენდის წევრს, სტივ ვინვუდს აჩუქა, დანარჩენები კი დაშალა და მათი საუკეთესო ნაწილებით "ბლექი" ააწყო.

მუსიკოსი ინსტრუმენტს 1985 წლამდე თითქმის ყველა კონცერტზე იყენებდა, სანამ გრიფის დაზიანების გამო, მისი სხვა გიტარით ჩანაცვლება არ მოუხდა.




image




Axe Bass- ეს გიტარა ცნობილია თავისი ორიგინალური გარეგნული სახით და ის ეკუთვნოდა ჯინ სიმონსს ჯგუფიდან KISS.


image


ინსტრუმენტი გარეგნობით ჯალათის ნაჯახს ჰგავს, ამიტომ მსოფლიო პოპულარობა მალევე მოიპოვა. თუმცა მუსიკოსმა ის მხოლოდ რამდენიმე კონცერტზე გამოიყენა.


image




Fender Stratocaster-ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცნო ეს ინსტრუმენტი.



image


მასზე სახელგანთქმული ჯიმი ჰენდრიქსი უკრავდა. ამ გიტარას მეტად მძიმე ხვედრი ერგო წილად: ის გადმოაგდეს მთელი სიჩქარით მიმავალი ავტობუსიდან, რამდენჯერმე ცეცხლიც კი წაუკიდეს, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია მის ხარისხზე. გიტარა ისევ აღადგინეს და პატრონს არასოდეს მოუცილებია გვერდიდან.


image




Fender 1964 Stratocaster-ამ "ფენდერ სტრატოკასტერზე" ბობ დილანი 1965 წელს ნიუპორტის ფოლკ ფესტივალზე, თავის პირველ ელექტრონულ ლაივზე უკრავდა და დამსწრე საზოგადოებაც გვარიანად გააღიზიანა - მსმენელებს არტისტის ახალი ჟღერადობა არ მოეწონათ.



image



კონცერტიდან რამდენიმე თვის შემდეგ დილანს გიტარა ერთ-ერთ კერძო თვითმფრინავში დარჩა. პილოტი შეეცადა მუსიკოსის წარმომადგენლებს დაკავშირებოდა და ინსტრუმენტი დაებრუნებინა, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, გიტარამ თითქმის 50 წლით მისი სახლის სხვენზე დაიდო ბინა, 2013 წელს კი აუქციონზე 965 ათას დოლარად გაიყიდა.



image




Les Paul Standard-კით რიჩარდსს სცენაზე თითქმის ყოველთვის "ფენდერ ტელეკასტერით" ვხედავთ, თუმცა "როლინგ სთოუნზის" არსებობის პირველ წლებში მუსიკოსის ძირითადი ინსტრუმენტი 1959 წელს გამოშვებული "ლეს პოლ სტანდარტი" იყო.


image


კითის ეს გიტარა ხშირად აღმოჩენილა სხვა არტისტების ხელში. ცნობილია, რომ ერთ-ერთი ჩაწერის დროს მუსიკოსმა ინსტრუმენტი ჯიმი პეიჯს ათხოვა, 1966-ში მასზე ერიკ კლეპტონი უკრავდა, მომდევნო წელს კი რიჩარდსმა ის მიკ ტეილორს მიჰყიდა. 2003 წლამდე გიტარამ კიდევ არაერთი მფლობელი გამოიცვალა და საბოლოოდ ერთ მილიონ დოლარად კერძო კოლექციაში დაიმკვიდრა ადგილი.



image
Washburn 22-Series Hawk -"ვოშბორნის" ფირმის მიერ სპეციალური შეკვეთით დამზადებული ერთ-ერთი პირველი ელექტროგიტარა ბობ მარლიმ 1979 წელს ვანკუვერში ჩატარებული კონცერტის შემდეგ გიტარის ტექნიკოსს, გარი კარლსონს აჩუქა.


image


კარლსონს საჩუქრის გამორთმევა არ სურდა: "-ვუთხარი, რომ უამრავი გიტარა მქონდა და კიდევ ერთი არ მჭირდებოდა, მაგრამ მარლიმ შემომხედა და მითხრა, ერთ მშვენიერ დღეს მიხვდებიო". ორი წლის შემდეგ მუსიკოსი გარდაიცვალა, უნიკალურ გიტარას კი უზარმაზარი ფასი დაედო.

"-არ ვიცი, რატომ მაჩუქა. შეიძლება იმის გამო, რომ არასდროს არაფერს ვთხოვდი. თითოეულ ჯერზე, როცა ვანკუვერში ჩამოდიოდა, გიტარების აწყობაში ვეხმარებოდი. როგორ წესი, მას თან ტექნიკოსი არ ჰყავდა ხოლმე", - იხსენებდა გარი.

რეგის მეფის კუთვნილი გიტარა იამაიკის ხელისუფლებამ შეიძინა და ეროვნულ საგანძურად გამოაცხადა. ინსტრუმენტის ღირებულება არ გახმაურებულა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მისი ფასი 1, 2-დან 2 მილიონ დოლარამდეა. მარლის ამ გიტარაზე საჯაროდ არასდროს დაუკრავს. არ არსებობს ვიდეო ან ფოტოსურათი, რომელზეც ლეგენდარული მუსიკოსი მასთან ერთადაა გამოსახული.



image




Fender "Reach Out To Asia" Stratocaster - 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში წარმოქმნილი ცუნამის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ეს გიტარა აუქციონზე 2, 7 მილიონად გაიყიდა.



image




ინსტრუმენტზე ავტოგრაფი 19-მა როკ ვარსკვლავმა დატოვა. მათ შორის იყო პოლ მაკკარტნი, მიკ ჯაგერი, კიტ რიჩარდსი, ჯიმი პეიჯი, დევიდ გილმორი, ერიკ კლეპტონი, ანგუს იანგი, ტონი აიომი, რიჩი ბლექმორი, ლიამ გალაჰერი, მარკ ნოფლერი და ბრაიან ადამსი, რომელსაც ეკუთვნოდა ამ საქველმოქმედო კამპანიის იდეა.


image





Fender - ყველაზე მყარ და ამტან გიტარადაა აღიარებული. მუსიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გიტარა განთქმულია თავისი გამძლეობით. უამრავი როკ-მუსიკოსის ცდა, სცენაზე გაეტეხათ ეს ინსტრუმენტი, კრახით დამთავრდა. YouTube-ზე იოლად ნახავთ ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ ჯგუფ The Who-ს სოლისტი პიტ თაუნსჰენდი როგორ ცდილობს გატეხოს ''ფენდერი'', მაგრამ არაფერი გამოსდის და ქანცმიხდილი გადის სცენიდან.





პ.ს. ჩემთვის აბსოლუტურად გაგებარია, რატომ უნდა დაამტვრიო ასეთი ძვირფასი ინსტრუმენტი, თუმცა აბა რას გაუგებ ამ გადარეულ როკერებს.

3
65
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
65
  
2019, 16 ივლისი, 11:12
რა თქმა უნდა
2019, 16 ივლისი, 10:34
ალბათ მაყურებელზე ზემოქმედების ერთგვარი ხრიკია :)
2019, 16 ივლისი, 9:37
უბრალოდ შოუს შემადგენელი ნაწილია
0 1 3