x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქ.მცხეთის ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა" საერთაშორისო ფესტივალზე თურქეთში მიემგზავრება
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა" 27 აგვისტოს თურქეთში, ქალაქ სტამბულში საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება.

ფესტივალი სახელწოდებით "XIX INTERNATIONAL ISTANBUL SUMMER CULTURE FESTIVAL" თურქეთის ქალაქ სტამბულში მე-19 წელია იმართება. ფესტივალს ორგანიზებას უწევს "HARMAN FOLKLORE YOUHT CLUB ISTANBUL / TURKIYE ( Culture, Festival ORG.) "

როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა ქ-ნ ნინო იმერლიშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა" ღირსეულად წარადგენს საქართველოს და ქართული ენერგია, მუხტი და სილამაზე კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ჩვენი ერის უკვდავ კულტურას.

ანსამბლი"როკვა" ქალაქ სტამბულში 5 დღის განმავლობაში დარჩება. ფესტივალი გაიმართება 30-31 აგვისტოს.


ფესტივალში საქართველოს გარდა მონაწილეობს ევროპისა და აზიის 10-მდე ქვეყანა.

imageimage

0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბასილაშვილი
ნინო ბასილაშვილი
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0