სხვა ქ.მცხეთის ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა" საერთაშორისო ფესტივალზე თურქეთში მიემგზავრება 2019, 15 ივლისი, 8:55 მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა" 27 აგვისტოს თურქეთში, ქალაქ სტამბულში საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება.
ფესტივალი სახელწოდებით "XIX INTERNATIONAL ISTANBUL SUMMER CULTURE FESTIVAL" თურქეთის ქალაქ სტამბულში მე-19 წელია იმართება. ფესტივალს ორგანიზებას უწევს "HARMAN FOLKLORE YOUHT CLUB ISTANBUL / TURKIYE ( Culture, Festival ORG.) "
როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა ქ-ნ ნინო იმერლიშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა" ღირსეულად წარადგენს საქართველოს და ქართული ენერგია, მუხტი და სილამაზე კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ჩვენი ერის უკვდავ კულტურას.
ანსამბლი"როკვა" ქალაქ სტამბულში 5 დღის განმავლობაში დარჩება. ფესტივალი გაიმართება 30-31 აგვისტოს.
ფესტივალში საქართველოს გარდა მონაწილეობს ევროპისა და აზიის 10-მდე ქვეყანა. 36 1-ს მოსწონს
|