ფეხბურთი არგენტინაში 17 წლის მეკარე პენალტის მოგერიების შემდეგ გადრაიცვალა (ვიდეო) 2019, 14 ივლისი, 20:11 აღსანიშნავია, რომ სპორტსმენი საავადმყოფოში გულშემატკივრის მანქანით გადაიყვანეს, რადგან სტადიონზე არ მორიგეობდა სასწრაფო დახმარება.
არგენტინაში, ჩრდილოეთ რეგიონალური ლიგის მორიგ კალენდარულ მატჩზე 17 წლის "უნიონ დე გოლონდინას" მეკარე რამონ ისმაელ კორონელი გარდაიცვალა მას შემდეგ, როდესაც თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია. მეკარე იმ დროს გაცდა ცუდად, როდესაც მისი გუნდის წევრები ზეიმობდნენ ახალგაზრდა მეკარის მოგერიებულ პენალტს. წინასწარი ინფორმაციით, რამონ კორონელს გულმა უმტყუნა, პენალტის მოგერიების დროს მას ბურთი მკერდის არეში მოხვდა.მეკარეს საავადმყოფოში მიყვანამდე გაუჩერდა გული. 430 6-ს მოსწონს
|