x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 პროდუქტი, რომელიც კბილებს გაგითეთრებთ
image


თოვლივით თეთრი კბილები შეიძლება ყველაზე გადამწყვეტი არგუმენტი იყოს ყველაზე მძაფრ კამათშიც კი. თეთრი კბილები ყოველთვის იპყრობს ყურადღებას და თავდაჯერებულობას შეგრძნებას მატებს ადამიანს, ამიტომაც აუცილებელია პირის ღრუს რეგულარული მოვლა. პროფესიონალურ გათეთრებას გარკვეული უკუჩვენებებიც გააჩნია, ამიტომაც თავად შეგვიძლია რამდენიმე პროდუქტის რაციონში შეტანით, თავად გავითეთროთ კბილები.


ვაშლი


ეს აქტუალური და წლის ნებისმიერ დროს ადვილად მისაწვდომი პროდუქტი არა მარტო რკინითა და სხვა სასარგებლო ვიტამინებით კვებას ორგანიზმს, არამედ სასარგებლოდ მოქმედებს კბილებზეც. ვაშლის მჟავა ათეთრებს ემალს, ხოლო ვაშლის ღეჭვა ხელს უწყობს მცირე ნარჩენების მოცილებას კბილებსშორიდან. ასევე ვაშლი ხელს უწყობს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გაქრობას.



ციტრუსები


ციტრუსების რბილობი შეიცავს ასკორბინის მჯავას, რომელიც ხელს უწყობს კბილების გათეთრებას. არ იჩქაროთ ციტრუსოვანი ხილის ქერქის გადაყრა: ფორთოხლის, ლიმონის, ლაიმის და გრეიფრუტის ცედრაში არსებული ეთერული ზეთები ხელს უშლის კბილის ნადების წარმოქმნას და კლავს მავნე ბაქტერიებს. გარდა ამისა, ციტრუსებში С ვიტამინის შემცველობა აუმჯობესებს იმუნიტეტს.


მარწყვი


გვიან გაზაფხულის ამ კენკროვან ხილს, რომელიც თავისი ელეგანტურობით და სიტკბოთი გამოირჩევა, აქვს ასევე სასარგებლო თვისებებიც. მარწყვში არსებული მჟავები აუფერულებს ემალზე ყვითელ ლაქებს. მარწყვი ანტისეპტიკურ თვისებებსაც ატარებს, პირის ღრუში ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.


ნიახური


ნიახურის ხრაშუნა ძირები სკრაბის როლს ასრულებს კბილებისთვის. ის ადვილად აცილებს კბილის ზედაპირიდან ნადებს და იბრძვის ბაქტერიების წინააღმდეგ. ვიტამინებით მდიდარი ნიახური გამოირჩევა დაბალკალორიულობით და მისი ჭამა ყველაზე მკაცრი დიეტის დროსაც შეიძლება.


ბროკოლი


თვალისმომჭრელი ღიმილისთვის კომბოსტოს ეს ნაირსახეობა აუცილებელია. ბროკოლი ხელს უწყობს კბილებს ბუნებრივი სითეთრის დაბრუნებაში და აშორებს შავ ლაქებს ემალიდან. ასევე ხელს უშლის კარიესის განვითარებას.


რძის პროდუქტები


მყარი სახეობის ყველი, რძე და იოგურტი წარმოადგენენ კალცის არაჩვეულებრივ წყაროს, რომელიც ხელს უწყობს პირის ღრუს ჯანმრთელობას, ამაგრებს კბილებს და ღრძილებს. ნატურალური იოგურტი შეიცავს მცირე რაოდენობის რძის მჟავას, რომელსაც შეუძლია კბილის ემალის გათეთრება.

1
95
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
95
  
2019, 14 ივლისი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1