x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
წყალქვეშა ტრაგედია პუტინის ყველაზე გასაიდუმლოებულ ობიექტზე
image


მსოფლიოში ყველაზე ღრმად მყვინთავ საიდუმლო რუსულ აპარატში ხანძარმა და დაკვამლიანებამ 14 მაღალი რანგის სამხედრო მეზღვაური, მათ შორის ორი რუსეთის გმირი იმსხვერპლა...


"ლოშარიკი" ყველაზე გასაიდუმლოებულ რუსულ წყალქვეშა აპარატს საბჭოთა მულტფილმის გმირის მიბაძვით არაოფიციალურად ეწოდა და ის ბოლო 15 წელი აშშ-ისა და ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების თავსატეხი იყო, რადგან დაუზუსტებელი მონაცემებით, ზღვაში თითქმის 6 ათას მეტრ სიღრმეზე შეეძლო ჩასვლა, მაშინ როდესაც თანამედროვე ატომურ წყალქვეშა ნავებს მხოლოდ 500-600 მეტრ სიღრმემდე თუ შეუძლიათ ჩაყვინთვა.


1-ლ
ივლისს ბარენცის ზღვაში წყალქვეშა გამოკვლევების დროს რუსულ საიდუმლო წყალქვეშა ნავ "ლოშარიკზე" აკუმულატორების ნაკვეთურში გაჩენილი ხანძრის კვამლმა 20-კაციანი ეკიპაჟი მოწამლა, რომელთაგან 14-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პრეზიდენტმა პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ეს ფაქტი ეროვნულ ტრაგედიად გამოაცხადეს, რადგან 14-ვე დაღუპული სამხედრო მეზღვაური წოდებით პირველი რანგის კაპიტანი (სახმელეთო
ჯარების პოლკოვნიკის შესატყვისი) იყო, მათგან ორს კი რუსეთის გმირის წოდებაც ჰქონდა.


საიდუმლო წყალქვეშა აპარატის ბორტზე ამდენი მაღალი წოდების საზღვაო ოფიცრის ყოფნა იმაზე მიუთითებს, რომ "ლოშარიკი" ძალზე მნიშვნელოვან და ამასთანავე, განსაკუთრებით გასაიდუმლოებულ ოპერაციას ატარებდა.
"ლოშარიკი" ფორმით, სავარაუდოდ (სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისი ზუსტი ფოტო საინფორმაციო სივრცეში არ გავრცელებულა, რადგან ის დიდი ატომური წყალქვეშა ნავის ძირზეა "მიკრული" და ზედაპირზე არ ამოდის), ჩვეულებრივ წყალქვეშა ნავს ჰგავს, თუმცა მისი ტიტანის კორპუსის ქვეშ რამდენიმე სფეროა ერთმანეთს მიბმული, რაც ძალიან დიდ სიღრმეზე ჩაყვინთვის საშუალებას იძლევა. "ლოშარიკი" ატომური ძრავით არის აღჭურვილი, რაც ხანგრძლივ ავტონომიურ მოქმედებას უზრუნველყოფს. მას დისტანციურად მართვადი მანიპულატორებიც აქვს, რაც ძალიან აშინებს ამერიკელ მეზღვაურებს, რადგან "ლოშარიკით" რუსეთის დაზვერვას თითქმის ნებისმიერი წყალქვეშა კაბელის გადაჭრა ან მასზე ინფორმაციის მოსაპოვებელი სპეციალური აპარატურის დამაგრება შეუძლია.


ამერიკელი სამხედრო ექსპერტები ეჭვობენ, რომ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში "ლოშარიკი" შეიძლება უახლეს საიდუმლო რუსულ ატომურძრავიან ტორპედო "პოსეიდონს" ეძებდა, რომელმაც გამოცდისას ავარია განიცადა.
0
199
1-ს მოსწონს
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0