x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"დნმ-ის ანალიზით 61 პროცენტი ქართველი აღმოვჩნდი" - სირიელი გოგონას წერილმა ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლების დიდი გამოხმაურება გამოიწვია
image


პოპულარულ ჯგუფში, "გაატარე ზაფხული საქართველოში" გამოქვენებულმა წერილმა, რომელიც სირიელ გოგონას ეკუთვნის, ინტერნეტ-მომხმარებლები ძალიან დააინტერესა. წერილს უამრავი გამოხმაურება აქვს. კერძოდ, გოგონამ, რომელიც საქართველოში მოგზაურობას აპირებს, ჯგუფში დაწერა:


"გამარჯობა, მეგობრებო! ბოლო პერიოდში, მე ჩავიტარე დნმ-ის ანალიზი და აღმოჩნდა, რომ 61 პროცენტი ქართული სისხლი მაქვს. ამიტომ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ საქართველოში ვიმოგზაურო. ვაპირებ, მარტო მოგზაურობას. მაქვს რამდენიმე კითხვა და იმედია, დამეხმარებით: როდის არის მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო? სად ჯობია წავიდე? შესაძლებელია რომ მარტომ ვიმოგზაურო?"


გოგონას წერილს ინტერნეტ-მომხმარებლების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ნაწილი დნმ-ის ანალიზის თემით დაინტერესდა, ნაწილი წერილს იუმორით გამოეხმაურა, ნაწილი კი - სკეპტიკურად. გოგონამ ინტერნეტ-მომხმარებლების რჩევებიც მიიღო.



"სამხარაულის დასვნა აქვს? 61% ჩვენ არ გვაქვს ალბათ ქართული სისხლი, "

"შენ უფრო მეტად ქართველი ყოფილხარ, ვიდრე ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე. საშუალოსტატისტიკურ ქართველს მშობლიური ქართული დნმ მხოლოდ 30-40 პროცენტი აქვს, მრავალსაუკუნოვანი შემოსევების და მულტიკულტურალიზმის გამო, "


"სად გაიკეთე დნმ-ის ასეთი ზუსტი ანალიზი? ჩვენც გვაინტერესებს, "

"შესაძლოა, დაპყრობითი ომების გამო გქონდეს ჩვენნაირი დნმ, შესაძლოა იმის გამო, რომ ჩვენგან ბევრ გოგო-ბიჭებს იტაცებდნენ, " - წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.


წერილს შალვა ნათელაშვილის ქალიშვილი, დაკო ნათელაშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც სხვა მომხმარებლებს უპასუხა. დაკო მათ არ დაეთანხმა და დაწერა, რომ ბევრ ქართველს, განსაკუთრებით, მთის ხალხს, ქართული დნმ აქვს.

"ჩვენ ხშირად ვერეოდით ერთმანეთს, რაც სრულიად ნორმალურია, " - უპასუხა მათ სირიელმა გოგონამ.

"კეთილი იყოს შენი მობრძანება საქართველოში. აქ შეძლებთ ბევრი საინტერესო და საოცარი რამ ნახოთ, წლის ნებისმიერ დროს - თოვლიანი მთები ზამთარში, ზღვა - ზაფხულში. შეგიძლიათ მარტოც ჩამოხვიდეთ. არის ბევრი საიტები, სადაც მიიღებთ ინფორმაციას სასტუმროების შესახებ, " - დაუწერა ერთ-ერთმა ქალბატონმა უცხოელ ინტერნეტ-მომხმარებელს.


ჯგუფი "გაატარე ზაფხული საქართველოში" უკვე 260 ათასზე მეტ ინტერნეტ-მომხმარებელს აერთიანებს. ჯგუფში უამრავი უცხოელი პოსტავს, რომლებიც საქართველოში დასვენების სურვილს გამოთქვამენ.

0
166
შეფასება არ არის
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0