x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
ანტარქტიდის მყინვარი ტუეიტსა - შენელებული მოქმედების ბომბი
image
ანტარქტიდის დასავლეთით, ფლორიდის ზომის მყინვარი სწრაფად კარგავს მასას. მყინვარი ტუეიტსა დნება წელიწადში 800 მეტრამდე სიჩქარით.

ანტარქტიდის მთელი პოლარული ქუდი თითქმის 6-ჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე 40 წლის წინ. 1980-იან წლებში ანტარქტიკა წელიწადში 40 მილიარდ ტონა ყინულს კარგვდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს მაჩვენებელი წელიწადში 252 მილიარდ ტონას შეადგენა.

ეროვნული აკადემიის მეცნიერები ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული ანგარიშში აცხადებენ, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ანტარქტიდის 5 მყინვარის დნობის მაჩვენებელი გაორმაგდა.

მყინვარი ტუეიტსა წარმოადგენს მდნარ ბომბს. იგი საფრთხეს ქმნის ზღვის დონის გაზრდის თვალსაზრისით. დღეისთვის ამ მყინვარის დნობის გამო მსოფლიო ოეკანის დონის ზრდამ 4% შეადგინა. მეცნიერთა აზრით, მალე მყინვარის დნობის პროცესი შეუქცევადი გახდება.


მას შემდეგ, რაც მყინვარმა მიაღწია ამ ეტაპს, უკვე არაფერი აღარ შეაჩერებს მის დნობას, გინდაც პლანეტის ტემპერატურის გაზრდაც შეჩერდეს. მთლიანი მყინვარი მომდევნო 150 წლის განმავლობაში დადნება, რის გამოც, მსოფლიო ოკეანის დონე ნახევარი მეტრით გაიზრდება.image

მყინვარები, თამაშობენ კაშხალის როლს, ისინი არიან ბარიერი ოკეანის წყალსა და ანტარქტიდის ყინულის კედელს შორის. როგორც კი ეს კაშხალი დადნება, ანტარქტიდის ყინულის კედელი დაიწევს ოკეანეში. ოკეანის დონის ამაღლება მოხდება სწრაფად და აუცილებლად.

მყინვარ ტუეისტას თავისებურება ის არის, რომ ეს არის ბარიერი არა მარტო, ანტარქტიდის მთავარ კედელთან, არამედ, მეზობელ მყინვარებთან. მყინვარი ტუეისტა ხელს უშლის მეზობელი მყინვარების ჩაცურებას ოკეანეში. სწორედ, ამიტომ ითვლება ძალიან მნიშვნელოვანად. თუ ეს მყინვარი დადნება, მაშინ ყველა მეზობელი მყინვარი იქნება დესტაბილიზირებული.

ჯაჭვური რეაქციის შედეგად მსოფლიო ოკეანის დონე კიდევ 2 მეტრით გაიზრდება. ეს მხოლოდ მეზობელი მყინვარების დნობის შედეგების მიხედვით. ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი შედეგები მოყვება ანტარქტიდის სხვა მყინვარების და მთელი ზედაპირის დნობას. იქნება ძალიან ბევრი ცვლილებები.


1
104
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
104
  
2019, 14 ივლისი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1