x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გაგარტყით ლოგიკაში, კოლეგებო. თქვენ ან მუსიკა არ იცით და ან ჩაიძირეთ თქვენს ეგოცენტრიზმში" - თეონა კონტრიძის მწვავე მიმართვა კოლეგებს

image


რუსეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი თეონა კონტრიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას, განსაკუთრებით კი, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს საგანგებო თხოვნით მიმართავს და მათ სოსო პავლიაშვილის, 90 - იანი წლების არაოფიციალური ქართული ჰიმნის "სამშობლოს" მოსმენისკენ მოუწოდებს, ხოლო ზოგიერთი ქართველი კოლეგის შეფასებას, რომ ირაკლი ჩარკვიანი გენიოსია, ხოლო სოსო პავლიაშვილი მოღალატე საჯაროდ აკრიტიკებს და მათ სრულ დილეტანტიზმში ადანაშაულებს: "გინდათ მოღალატედ შერაცხეთ, გინდათ პუტინის აგენტად, მაგრამ მე, როგორც მუსიკოსი ვიძახი, რომ იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიცია დაწერა ამ კაცმა, სოსო პავლიაშვილმა. სამშობლო იქცა 90 წლების არაოფიციალურ ქართულ ჰიმნად. ამ სიმღერამ გაგვამხნევა, გვატირა, შეგვკრა და გაგვიღვიძა ნაციონალური თვითშეგნება .... კიდევ კარგი ირაკლი დროზე წაიყვანა უფალმა, თორემ იქნებოდა ახლა თქვენგამ მიგდებული და ცხრაგზიზ დავიწყებული .... ასჯერ გამიგია კოლეგებისაგან, რომ ჩარკვიანი გენიოსია და სოსო პავლიაშვილი მხოლოდ მოღალატეა და სხვა არაფერი?! გაგარტყით ლოგიკაში, კოლეგებო . თქვენ ან მუსიკა არ იცით და ან კიდევ ჩაიძირეთ თქვენს ეგოცენტრიზმში .... ქალბატონებო, ბატონებო და განსაკუთრებით ბავშვებო ! მოისმინეთ თავისუფალი საქართველოს არაოფიციალური ჰიმნი. კომპოზიტორი და შემსრულებელი სოსო პავლიაშვილი. ამინ!!!" - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.





0
608
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
608