x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რას გაუკეთებდა ჰიტლერი ქართველებს? - დიმიტრი ბავირინი

image
"საქართველოში პოპულარობას იძენს კონცეფცია, რომლის მიხედვითაც მეორე მსოფლიო ომი იყო უცხო საქართველოსთვის და რომ საბჭოთა კავშირმა "ხელოვნურად ჩიათრია ქართველები ამ სასაკლაოზე.

ამის საპასუხოდ კარგია, გავიხსენოთ მელიტონ ქანთარია, ფილმი "ჯარისკაცის მამა", ასევე, გაგვახსენდება ქართული ემიგრაცია, რომელიც საკუთარი სურვილით ემსახურებოდა რაიხს და ებრძოდა საბჭოთა კავშირს აღმოსავლეთის ფრონტზე.
ის, რომ ხელოვნურად ჩაითრია საქართველო ომში სსრკმ, ქართველებმა გადმოაკოპირეს შუა აზიის ქვეყნების კონცეფციიდან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ არა სსრკ-ს მიერ ძალით მათი ომში ჩართვა, ისინი არასოდეს მიიღებდნენ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობას, რამეთუ, რა შედეგიც არ უნდა ყოფილიყო, ფრონტი მათ ქვეყნებამდე (თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი) მაინც არ მიაღწევდა. რაც შეეხება საქართველოს, გერმანიას ჰქონდა სერიოზული გეგმა ამ ქვეყნის ათვისების და არა მარტო ამ ქვეყნის.
თუ წააგებდა სსრკ ამ ომს, გერმანია შექმნიდა კავკასიის ქვეყნებისგან კავკასიურ ემისარიატს, რომლის ცენტრი იქნებოდა თბილისი.
გერმანიას პირველ რიგში სჭირდებოდა აზერბაიჯანის ნავთობი, რომელიც გაივლიდა თბილისის გავლით.
ეს გეგმა შემუშავებული იყო ალფრედ როზენბერგის მიერ.
კავკასიის რეიხის ემისარიატად ქცევის შესახებ. ეს იქნებოდა არც კოლონია, არც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ, კავკასიის ტერიტორია, რომელიც თავისი ბუნებრივი რესურსებით შეავსებდა გერმანიას.
და რა მოელოდა ამის შემდგომ საქართველოს, ან საბჭოთა კავშირს მთლიანად, თუ ომს წააგებდა?! არსებობდა ჰერბერტ ბაკკის მიერ შემუშავებული გეგმა, სახელწოდებით *შიმშილი", რომლის მიხედვითაც დაპყრობილ კოლონიებს უნდა მიეწოდებინათ მესამე რაიხის გერმანიისთვის პროდუქტები, ამის ფონზე კი უნდა შემცირებულიყო კოლონიების მოსახლეობა 30_50 პროცენტით. ასე, რომ იმის აღქმა, რომ საქართველო ხელოვნურად შეითრია სსრკმ მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც საქართველომ 300 000 მეტი კაცი დაკარგა, რომ გერმანიას სულ არ აინტერესებდა საქართველოს დაპყრობა, არის უვიცობა და ისტორიის არცოდნა."-ВЗГЛЯД.РУ - დიმიტრი ბავირინი, ჟურნალისტი, პოლიტანალიტიკოსი.

0
293
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0