x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ასადაბადის ეგერების" (ერთერთი ყველაზე პირველი "გრუ"-ს არაოფიციალური საბჭოთა სპეცრაზმი ავღანეთში) ნადირობა "ალაჰის მეომრებზე" და სპეცრაზმის მეთაურის თვითმკვლელობა

image ამ სურათზე ავღანეთში საბჭოთა საარმიო კონტიგენტის ერთერთი ყველაზე პირველი საარმიო სპეცრაზმის-"ასადაბადელი ეგერების" მეთაური და მებრძოლებია გამოსახული. აღნიშნული სპეცრაზმი ოფიციალურად არსად ფიგურირებდა საბუთებში, მას იყენებდნენ ყველაზე განსაკუთღებით მძიმე დავალებების შესასრულებლად.
ღამის წყვდიადში სპეცრაზმი რამდენიმეჯერ პაკისტანშიც გადავიდა ბიკოვის მეთაურობით და მოჯაჰედების ბანაკები გაანადგურა, სპეცრაზმი არნახული სისასტიკით უსწორდებოდა მოჯაჰედებს, რის გამოც აღნიშნულ სპეცრაზმს მალე გაუვარდა სახელი ავღანეთში მოქმედ მოჯაჰედებს შორის. "ალაჰის მებრძოლებს" შიშის ზარს სცემდა. ბატალიონი, რომელსაც ბიკოვი მეთაურობდა კუნარის პროვონციაში იყო დისლოცირებული და სწორედ ამის გამო შეარქვეს მას მეტსახელად კუნარი.
მათ არ ჰქონდათ თანამგზავრული კავშირი, არც მობილური ტელეფონები და არც ღამის ხედვის ხელსაწყოები, მაგრამ მოქმედებდნენ სწრაფად და ეფექტურად, თუმცა საბჭოთა საარმიო სპეცრაზმებს შორის ყველაზე სასტიკად.
"გრუ"-ს აღნიშნული სპეცრაზმი ეფექტურად ასრულებდა თითქმის შეუსრულებელ დავალებებს, შიშის ზარს სცემდა მოჯაჰედებს თავისი დაუნდობლობით და სისასტიკით.
image სპეცრაზმს მეთაურობდა გამოცდილი მზვერავი-სპეცრაზმელი, კაპიტანი გრიგორ ბიკოვი.
ამ სპეცრაზმს არ ახასიათებდა გულჩვილობა, მოწინააღმდეგეს არც დაჭრილს ინდობა, მოქმედებდა სასტიკი მეთოდებით, მაგრამ უსწრაფესად. სპეცრაზმის მზვერავების ინფორმაცია მუდამ სრულფასოვანი იყო და შესაბამისად სპეცრაზმი მოქმედებდა დასწრების რეჟიმშით, მოჯაჰედებს მანამდე ანადგურებდა, სანამ ისინი დასახული ამოცანის შესრულებას შეუდგებოდნენ.
სპეცრაზმის მიერ ათეულობით განსაკუთრებით საშიში საველე მეთაური იქნა ცოცხლად აყვანილი ტყვედ და ასეულობით მოჯაჰედი იქნა განადგურებული.
image ავღანეთიდან საბჭოთა კონტიგენტის გამოყვანისას სპეცრაზმის მეთაური ბიკოვი (საძახისით კობრა) უკვე ვიცე-პოლკოვნიკი იყო და დაჯილდოებული იყო წითელი დროშის და წითელი ვარსკვლავის ორდენებით.
imageimageimageimage


გამოცდილი ოფიცრის სიცოცხლე ომში არ დასრულებულა. ოფიცერი 1990 წელს თადარიგში გავიდა, მას ავღანეთიდან გამოსვლის მერე წარმატებული ოპერაციებისათვის კიდევ ორჯერ მიანიჭეს წითელი ვარსკვლავის ორდენი. იბრძოდა იუგოსლავიაში სერბების მხარეს, სერბეთიდან დაბრუნებული სამშობლოში მიმდინარე ანარქიამ დეპრესიული გახადა და 1995 წელს ბიკოვმა მეუღლესთან წაკამათების შემდეგ სანადირო თოფით საკუთარ სადარბაზოში მოიკლა თავი.
როგორც ამბობდნენ მისთვის ქორწინებას არ მოუტანია ბედნიერება, მეუღლე მუდამ იმაზე მეტს მოითხოვდა რისი საშუალებაც ბიკოვს გააჩნდა.
ემოციურ ფონზე კი თოფის ლულა პირში ჩაიდო და სასხლეტს გამოჰკრა ხელი.
ბიკოვს ავღანელები კუნარს ეძახდნენ კუნარის პროვინციაში მოქმედების გამო და მას ეს მეტსახელი სიცოცხლის ბოლომდე შერჩა მცირე განსხვავებით, კუნარის ნაცვლად კუნარსკიდ მოიხსენიებდნენ ცნობილ სპეცრაზმელს ყოფილი თანამებრძოლები.
ვიცე-პოლკოვნიკი მოსკოვის ერთერთ სასაფლაოზე დაკრძალეს, ლეგენდარული მეთაურის ნეშტს, მხოლოდ მისი ერთგული მზვერავი-სპეცრაზმელები მიაცილებდნენ "ასადაბადის ეგერების" სპეცრაზმიდან.
მის შესახებ არც მედიას უთქვამს რამე და არც პრესას, ლეგენდად ქცეული მეთაური უხმოდ დაკრძალეს.

0
570
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
570