x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
1930 წელს გაკეთებული აღმოჩენა: როგორ მამაკაცებზე არ ღირს გათხოვება...

image


შვეიცარელმა პროფესორმა ჯერ კიდევ 30 - იან წლებში წიგნი დაწერა, რომელიც ქალბატონებს იდეალური მეუღლის შერჩევაში ერთგვარ "მეგზურობას" უწევდა! ერთი შეხედვით ნაშრომის ეფექტურობამ შეიძლება დაგაეჭვოთ, თუმცა, თუ დეტალურად გაეცნობით ავტორის მიერ პუნქტებად ჩამოთვლილ თეზისებს, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.


მაშ ასე, როგორ მამაკაცებზე არ ღირს გათხოვება:


  • საკუთარ თავში მეტისმეტად დარწმუნებულ მამაკაცებზე, რომლებიც გამუდმებით საკუთარი თავის ქებაში არიან.

  • თავის თავზე უზომოდ შეყვარებულ მამაკაცებზე, რომლებიც საკუთარ ანარეკლს მუდამ სარკეში ეძებენ.

  • მექალთანე მამაკაცებზე დროს ტყუილად ნუ დაკაგავთ! თუკი თქვენ მისთვის რიგით მეხუთე ხართ, სულ არ არის გამორიცხული რომ "რიგში" იყოს მეექვსეც.

  • მოერიდეთ ისეთ მამაკაცებთან ურთიერთობას, ვინც ალკოჰოლზე ჭკუას კარგავს.

  • ვინც მუდამ ფრჩხილებს იჭამს და სისუფთავესთან სერიოზული პრობლემები აქვს, იცოდეთ, მას "ამ" უარყოფით თვისებას თქვენ ვერასდროს გადააჩვევთ.

  • ნუ აჩქარდებით ცოლად ეგოისტს გაჰყვეთ, რა თქმა უნდა, თუკი მზად ხართ, მის ცხოვრებაში მუდამ ბოლო ადგილზე იმყოფებოდეთ, მაშინ წინ "თავგადასავლებისკენ" .

  • ნუ გაჰყვებით ცოლად ისეთ მამაკაცს, ვინც საკუთარი თავის გამართლებას ყველა სიტუაციაში ცდილობს. დაიმახსოვრეთ, ესეთი ადამიანები ხშირად ცრუობენ.

  • ვისთვისაც სულ ერთია გაქვთ თუ არა ჯიბეში ფული.

  • ძუნწ მამაკაცებთან სერიოზულ ურთიერთობას მოერიდეთ, არ გაგიკვირდეთ, თუ ისინი ელემენტალური, პურის ერთი ნაჭრის გამო, სერიოზულ "ფოიერვერკს" მოგიწყობენ.

  • მოერიდეთ ისეთ მამაკაცებს, რომლებსაც, სულ მცირე 10 წუთის განმავლობაშიც კი სკამზე მშვიდად ჯდომა არ შეუძლიათ.

  • ნუ გაჰყვებით ცოლად ისეთ ადამიანს, რომელიც მუდამ სამსახურში იმყოფება და მას, ყოველთვის თქვენზე მაღლა აყენებს. ნურასდროს იქნებით მეორე ან მესამე.

  • ვინც საჩუქრებს არასდროს გიკეთებთ.

  • ვინც მუდამ წუწუნებს, ჩივის რომ რაღაც არ გამოსდის, რომ კრედიტს ვერ იხდის, რომ პრობლემებს ვერ წყვეტს.....


0
128
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
128