x
მეტი
  • 21.07.2019
  • სტატია:92583
  • ვიდეო:341568
  • სურათი:454601
როგორც კი დეტალებზე გახდა სამსჯელო, ისევ ძველი პარტიები გაცვივდნენ იმის გასაგებად ვინ რამხელა ტორტის ნაჭერს მიიღებს ბიუჯეტიდან

ლაშა ბოდაველი CICD

ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის (CICD) თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი

მკვდარი პარტიები გაცოცხლდებიან, მომაკვდავები რეაბილიტირდებიან და პარტიები, რომლებიც წლების შემდეგ უნდა დაბადებულიყვნენ ახლა დაიბადებიან. ეს არის 2020 წლის პროპორციული სისტემით ჩასატარებელი არჩევნების პროგნოზი და ნურავინ იტყვის, რომ თუ საფრთხეებს არ გავითვალისწინებთ შედეგები ცალსახად დადებითი იქნება.


ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში რეგისტრირებულია 220 ზე მეტი პარტია;


ბევრმა არ იცის, რომ ბიუჯეტიდან წინა არჩევნების შედეგებით 20 პარტია ფინანსდება - ნებისმიერმა მკითხველმა თუ შეძელით და ზეპირად ნებისმიერი 20 პარტია გაიხსენეთ, ვიტყვი, რომ ეს დაფინანსება რელევანტურია;


ბევრმა არ იცის, რომ ყოველწლიურად ამ პარტიებისთვის ბიუჯეტიდან 9 მილიონი მხოლოდ საბაზო დაფინანსების წესით იხარჯება (ამას გარდა არსებობს სხვა დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსებებიც)


სიმართლე გითხრათ, მეც ვფიქრობ, რომ პარტიების დაფინანსება მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს, მაგრამ რეკომენდაციის სახით მმართველ პარტიას ვურჩევდი, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მოუხსნას იმ პარტიებს, რომლებიც წინა არჩევნებში ყველაზე მაღალი შემოწირულობებით იღებდნენ მონაწილეობას. არცერთ მსგავს პარტიას საკუთარი რესურსებიდან გამომდინარე “საბიუჯეტო წყალობა" არ სჭირდება, ამასთან ერთად დაბალრესურსიანი პარტიებიც მეტად თანაბარ გარემოში აღმოჩნდებიან და ბიუჯეტიდან ყოველ წელს რამდენიმე მილიონსაც დავზოგავთ.

მართალია ამით შემოსავლებს თავადაც შეიმცირებენ, მაგრამ საკმაოდ პოპულარული ნაბიჯი გამოუვათ, პოლიტიკაში კი ყველაზე ღირებული ელექტორატის გულის მოგებაა.


გამოგვიყენეს, საზოგადოებას ჰქონდა ლეგიტიმური პროტესტი გავრილოვის ქმედებაზე და ზუსტად ეს პროტესტი პოლიტიკურმა პარტიებმა გამოიყენეს დივიდენდების მისაღებად. მმართველ პარტიას წამოაძახეს, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა აპარტიული ახალგაზრდების მონაპოვარია, მაგრამ როგორც კი დეტალებზე გახდა სამსჯელო, ისევ ძველი პარტიები გაცვივდნენ იმის გასაგებად ვინ რამხელა ტორტის ნაჭერს მიიღებს ბიუჯეტიდან.


ერთხელ უკვე ვთქვი და კიდე გავიმეორებ, თუ გვინდა, რომ პროპორციული სისტემა დამახინჯებულ შედეგად არ გვექცეს, არ ვფლანგოთ საბიუჯეტო თანხები გაურკვეველი პარტიების დაფინანსებაში, არ ვიყოთ მომავალი მთავრობ(ებ)ის დამტკიცების მოლოდინში, არ მივიღოთ მხოლოდ “თბილისელების პარლამენტი", კონსენსუსის არარსებობის გამო არ ჩავარდეს ეროვნული საკითხები პარლამენტში და ა.შ. საჭიროა გაცილებით ღია განხილვები და ამაში მხოლოდ ძველი პარტიის ძველ სახეებს არ ვგულისმობ.



0
178
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0