x
მეტი
  • 21.07.2019
  • სტატია:92583
  • ვიდეო:341568
  • სურათი:454601
სელინ დიონის "მოშვებული კანი“: მომღერალმა ახალი იმიჯით თაყვანისმცემლებს იმედი გაუცრუა

image

სელიონ დიონის "ფანები" მომღერლის გარეგნული ტრანსფორმაციით შეშფოთებულები სერიოზულად არიან, თუმცა ვერც ერთი მათგანი მისი ასეთი კარდინალური ცვლილების მიზეზს ვერ ხვდება. როგორც ცნობილია, მომღერალი მკვეთრი, ეპატაჟური სტილით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა, როგორც მისი ფიზიკური მდგომარეობით აღელვებული თაყვანისმცემლები აცხადებენ, ბოლო პერიოდში მუსიკოსი საკუთარ თავს აღარ ჰგავს. პოპსცენის ვარსკვლავი თავისი ჩაცმის სტილით, არა მხოლოდ მოდის ყველაზე ცნობილ კრიტიკოსებს, არამედ თავის ერთგულ "ფანებსაც" კი საგონებელში აგდებს. მათთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი კი, საზოგადოებაში მისი ბოლო, საკმაოდ, თამამი "ბოდით" გასვლა აღმოჩნდა.


image


გარდა იმისა, რომ სელინ დიონმა საკუთარი სხეულისთვისა და ასაკისთვის შეუფერებელი სამოსი შეარჩია, მის ერთგულ თაყვანისმცემლებს მუსიკოსის არაესთეტიურ ფეხებზე, შეუმჩნეველი არც "მოშვებული" კანი დარჩენიათ. ბევრმა მათგანმა ჰოლივუდის ვარსკვლავი ავადმყოფური სიგამხდრეც საგანგაშოდ შეაფასა და მომღერლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც არ გამორიცხა.


imageimage



0
346
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
346