x
მეტი
  • 21.07.2019
  • სტატია:92583
  • ვიდეო:341568
  • სურათი:454601
ლიბიაში სამთავრობო არმიის "Т-55"-ის საწვავის ავზს მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა, შედეგს ვიდეოში ნახავთ

image ლიბიაში ჩრდილოეთ ლატაკიაში ერთერთ სოფელში, ლიბიის სამთავრობო არმიის ტანკ "Т-55"-ს ოპოზიციის არმიის მებრძოლებმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა ესროლეს, ტანკს სტრატეგიულად მნიშვნელოვან გორაკზე ჰქონდა პოზიცია, ტანკი სპეციალურად გათხრილი მიწაყრილის უკან იდგა.
დიდი ალბათობით სამთავრობო ტანკს საბჭოთა წარმოების ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექს "კორნეტიდან" ესროლეს.
ტანკთან შედარებით ახლოს მდგომმა მებრძოლმა დაინახა მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და გაქცევა მოასწრო, რამდენიმე წამში კი მძლავრი აფეთქება მოხდა.
იმ ადგილზე, სადაც ტანკი იდგა ცაში ცეცხლის ალი ავარდა. ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის ოპერატორს შეუძლია განადგურებული ტანკი ჩაიწეროს "სიაში".
ოპერატორის მიერ გაშვებული რაკეტა ტანკის კოშკურის უკან განთავსებულ საწვავის დამატებით ავზს მოხვდა.
როგორც ყოველთვის მომხდარი ვიდეოზეა გადაღებული, დაპირისპირებული მხარეები პროპაგანდისათვის იყენებენ აღნიშნული სახის ვიდეოს.
ივნისის დასაწყისში ხამთან ანალოგიური შემთხვევა მოხდა, სადაც ისევ ოპოზიციური ძალების მებრძოლმა ზურგიდან მოუარა და "Т-55МВ"-ს ესროლა, მაშინაც "კორნეტი"-ს რაკეტა მოხვდა დამატებითი საწვავის ავზს, თუმცა თავად ტანკისთვის დიდი ზიანი არ მიუყენებია.


0
320
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
320