x
image
Teklamaisuraze
ისპაჰანი _ ქალაქი მუზეუმი, ცოტა რამ ისპაჰანის ისტორიული წარსულიდან
როგორც ცნობილია, რომელიც გნებავთ ქალაქის წარმოშობის ერთ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, წარსულში წყლის რესურსების სიახლოვე იყო.


image

ამ მხრივ გამონაკლისი არც ისპაჰანი იყო. ხელსაყრელმა ბუნებრივმა პირობებმა, კერძოდ, ვრცელ, გაშლილ ველზე მდ.ზაიანლერუდის დინებამ განაპირობა იმ ქალაქის წარმოქმნა.

image


image

image


ლეგენდას თუ დავუჯერებთ, ისპაჰანი იმდენი წლისაა, რამდენსაც ირანის ზეგანია. ისპაჰანის ისტორია განუყოფელია თვით ირანის ისტორიისგან.

დღევანდელი ისპაჰანის ტერიტორია უძველესი დროიდან სხვადასხვა ტომთა თავშეყრის ცენტრს წარმოადგენდა. ეს ტომები შემდგომში დასახლდნენ კიდეც ამ მიდამოებში. უძველეს ხანაში ამ ადგილს უწოდებდნენ “ გაბას " ან “ გეის" სასანიანთა ხანაში ( არაბთა შემოსევამდე), ხოლო “ სეფაჰანს " ჯარის ქალაქს. სასანიანთა ხანაში იქ სპარსელთა მეციხოვნეები იყვნენ დაბანაკებულნი.

image

image

image

ისპაჰანმა ფართოდ გაითქვა სახელი ზიარიანთა და ბუვეიანთა დინასტიების ბატონობის ხანაში. X საუკუნეში იგი მარდავიჯმა თავის სატახტო ქალაქად გაიხადა.

image

image

image

image

ასეთად გვევლინება ისპაჰანი დაილემელთა ბატონობის ხანაშიც. დაილელმა მბრძანებლებმა ცოტა რამ როდი გააკეთეს ქალაქისთვის : როქნ-ოდ-დოულემ 21 ათასი ნაბიჯის სიგრძის ციხის კედელი ამოიყვანა ქალაქის ირგვლივ. ფახრ - ოდ - დოულემ ააგო ციხესიმაგრე “ თაბარაქ ", მეჩეთი “ ჯურჯირ." ალა - ოდ - დოულე მოჰამად ბენდოშმანზიარ ქაქუის მბრძანებლობის ხანაში ქალაქის გარემომცველ კედლებში ჩასმული იყო ბრინჯაოთი მოპირკეთებული 12 ჭიშკარი. რომელშიც თავისუფლად შეეძლო გაევლო უზარმაზარ სპილოებს შეიარაღებული მხედრებით.

image

image

image

image

სწორედ ამ პერიოდში ცხოვრობდა და სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა აღმოსავლეთის ცნობილი ფილოსოფოსი და მოაზროვნე იბნ სინა ( ავიცენა)

მოგვიანებით სელჩუკმა მბრძანებელმა მალიქ - შაჰმა ოფიციალურად გამოაცხადა ისპაჰანი უზარმაზარი იმპერიის დედაქალაქად, იმპერიისა, რომელიც გადაჭიმული იყო მდ. ამუ-დარიის აუზიდან ხმელთაშუაზღვის ნაპირექამდე. მისი ვეზირის ხოჯა ნეზამ - ოლ - მოლქის გულმოდგინების წყალობით ისპაჰანი გახდა იმდროინდელი მსოფლიოს ერთერთი ყველაზე კეთილმოწყობილი ქალაქი.

image

image

image

image

1
450
2-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
450
  
2019, 14 ივლისი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1