x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
შტატების გზაზე გაფანტული ასეულობით ათასი დოლარი
image
აშშ-ში საერთაშორისო ატლანტის ავტომაგისტრალის № 285-ზე დიდი თანხის გაფანტვა მოხდა. ინკასატორის ჯავშანტექნიკის ბრონის უკან კარი მოულოდნელად მთლიანად გაიღო დ ათასობით დოლარი გზაზე გაიფანტა.

ადამიანები, რომლებიც იმ დროს გზაზე მოძრაობდნენ ავტომობილებით, იქვე შეჩერდნენ და ბანკნოტების შეგროვება დაიწყეს.- იუწყება Atlanta Journal-Constitution გამოცემა. გაუმართლდათ? სულ ტყუილად, კანონის მიხედვით ისინი ახლა ქურდებად ითვლებიან.

ამჟამად, დანვუდის პოლიციის დეპარტამენტი ხალხს თხოვს დააბრუნონ ფული, რომელიც სატვირთო მანქანიდან გადაცვივდა. ათეულობით მანქანის მფლობელების ვინაობა, რომლებიც გაჩერდნენ ფულის შესაგროვებლად, უკვე დადგენილია.


ზოგიერთმა მოქალაქემ მოპოვებული თანხა უკან დააბრუნა: ერთმა მიიტანა $ 2, 100, მეორემ - $ 500, მაგრამ თანხის დიდი ნაწილი ჯერ არ ჩანს. ფულის ახალი მფლობელები შეიძლება შტატის №16-8-6-ს კანონით მკაცრად დაისაჯონ.

როდესაც პირი ჩაიდენს დანაშაულს, რომელიც უკავშირდება დაკარგული ქონების ქურდობას, როდესაც ის ქონებაზე იღებს კონტროლს, რომელზეც იცის ან გაიგებს, რომ დაკარგულია და ქონების გამოყენებას თავის თავზე აიღებს, მის მიმართ მიღებულ უნდა იქნას ზომები, რათა, ქონება დაბრუნებულ იქნეს უკან.

ადამიანები, რომლებიც ფულს დააბრუნებენ არ აგებენ პასუხს. ხოლო, ვინც $ 1500 დოლარზე მეტი მიითვისეს ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად დაისჯებიან.

საერთო ჯამში, სატვირთოში დაახლოებით 175 ათასი დოლარი იყო..



0
177
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0