x
მეტი
  • 21.10.2019
  • სტატია:95779
  • ვიდეო:343132
  • სურათი:457742
უცხოპლანეტელების 190 საუკუნის წინანდელი გამოსახულება საფრანგეთში

უცხოპლანეტელების 190 საუკუნის წინანდელი გამოსახულება საფრანგეთში


საფრანგეთში, კერძოდ ოკიტანიის რეგიონში, კაბრერეცში არის მღვიმოვანი სისტემა, რომელიც შესასვლელიდან კლდეთა შიგნით გრძელდება კილომეტრნახევარზე და მთელ ამ გზაზე გარშემო კედლები მოხატულია გრავეტიული კულტურის (ძვ.წ. 25, 000), ხოლო ყველაზე გვიანდელები (ახლები) მაგდალენური ერის (ძვ.წ. 16, 000) ევროპელი მონადირე-შემგროვებლებისგან, რომლებიც როგორც ჩანს დიდებული შემოქმედებითი უნარების მატარებლებიც იყვნენ. აქ არის უამრავი ულამაზესი ნახატი, სადაც გამოსახულია სხვადასხვა ცხოველი: ერთფეროვანი ცხენები, კოპლებიანი ცხენები, ბიზონები, მამონტები, ირმები და ა.შ. მხატვართა ხელის ანაბეჭდებით.


პეჩ მერლეს პრეისტორიული ნახატები


მთელ ამ პრეისტორიულ, შესანიშნავ ნახატებში არაფერია პარანორმალური, ზებუნებრივი ან გაურკვეველი, ვინაიდან აქ დახატულია ყველაფერი ის, რასაც ყოველდღიურად ხედავდნენ 270-180 საუკუნის წინანდელ პერიოდში მცხოვრები ევროპელი ადამიანები, მაგრამ არქეოლოგების გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ამ გამოქვაბულში აღმოჩნდა ზუსტად ისეთი გამოსახულება, რომელსაც დღესდღეობით აღწერს მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ კონტაქტი უცხოპლანეტელებთან და დაინახეს მათი ხომალდები. ეს ნახატი არქეოლოგებმა დაათარიღეს ძვ.წ. 17, 000-დან ძვ.წ. 15, 000 წლამდე პერიოდით. თუ ამ მღვიმეში გაკეთებულ სხვა ნახატებზე აბსოლუტურად ჩვეულებრივი ფორმებით არიან ადამიანები გამოსახული, აქ ვხედავთ ჰუმანოიდს ადამიანისთვის არადამახასიათებელი გარეგნობით და ასევე კუდით. მის უკან და ზევით ფონზე კი გამოხატულია თეფშის ფორმის 3 საფრენი აპარატი, ზუსტად ისეთივე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, როგორსაც დღეს აღწერენ და ხატავენ თვითმხილველები.


უცხოპლანეტელების 190 საუკუნის წინანდელი გამოსახულება საფრანგეთში



სტატიები ამავე თემაზე:


1. პარანორმალური მოვლენები (26 სტატია)

2. "ამოს" 290 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები ტანზანიაში



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
117
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0