x
მეტი
  • 17.07.2019
  • სტატია:92403
  • ვიდეო:341500
  • სურათი:454429
ოთხი მთავარი კითხვა პირველ პაემანზე

image


Swipe Life ბლოგის ავტორმა ბრიენა ჰოლტმა (Brianna Holt) ისაუბრა იმაზე, თუ რომელი კითხვები უნდა დაუსვათ პირველ შეხვედრაზე Tinder-ში გაცნობილ ადამიანს. ბლოგერმა აღნიშნა, რომ ამ კითხვების ფორმულირება მოხდა შეხვედრების დროს, ვინაიდან ეს კითხვები ყველაზე კარგად განსაზღვრავს ადამიანს, თუ როგორ წარმოაჩენს თავს სოციალურ ქსელში და როგორია რეალობაში. ბრიენას აზრით, ამ კითხვებით შესაძლებელია დასკვნების გაკეთება, ღირს თუ არა კიდევ შეხვედრა და რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს თქვენი ურთიერთობა.


ბლოგერის თქმით, პირველ რიგში უნდა ჰკითხოთ ჰოროსკოპის შესახებ. თავადვე ახსნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰოროსკოპების საერთო ჯამში არ სჯერა, მაინც ყურადღებას აქცევს ადამიანის თვისებებს და ემთხვევა თუ არა ისინი მის ზოდიაქოს. მეორე აუცილებელი კითხვა - ავტორი გვირჩევს- ვკითხოთ, ბოლოს როდის ჰქონდა ურთიერთობა. მისი სიტყვებით, შემდეგ უკვე შესაძლებელია კითხვებით გაგება იმის, თუ როგორ იქცეოდა მაშინ და როგორი გამოცდილება აქვს. ასევე წარმოდგენა იქონიოს, როგორი ურთიერთობა შეიძლება აეწყოთ.


შემდეგ აუცილებელ კითხვად ბრიენა მიიჩნევს ვკითხოთ პოტენციურ პარტნიორს მუსიკალური გემოვნების შესახებ. ავტორის თქმით, აუცილებელი არაა ეს მუსიკა იყოს, შესაძლებელია იყოს ისეთი რამ, რასაც მნიშვნელობას ვანიჭებთ და შეიძლება საერთო ინტერესების სფეროდ იქცეს. ასეთი ვარიანტები შეიძლება იყოს წიგნები, ტელეშოუ და სერიალები. მეოთხე აუცილებელ კითხვად ბლოგერი აბორტის და მსგავს შეკითხვებს მიიჩნევს. მისივე თქმით, ხშირად ასეთი თემებისგან თავის არიდებით პარტნიორები თვეების შემდეგ ხვდებიან, რომ მათი შეხედულებები ასეთი საკითხებისადმი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან და მიდიან კონფლიქტებამდე, მიუხედავად იმისა რომ ურთიერთობაში დიდხანს არიან.


ხოლო რაც შეეხება Tinder-ს, ამერიკელი ფოტოგრაფების აზრით, მთავარ სურათად საუკეთესო ვარიანტია პორტრეტი. ისინი სასტიკად დაუპირისპირდნენ სელფს.



ასევე ნახეთ რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე


ეს არასოდეს გააკეთოთ ურთიერთობაში პრობლემის მოსაგვარებლად


ადამიანის გონებაზე მანიპულაციის 9 ფსიქოლოგიური ხრიკი



0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0