x
მეტი
  • 17.07.2019
  • სტატია:92403
  • ვიდეო:341500
  • სურათი:454429
სოციალური იდენტობის თეორია

პიროვნების იდენტობა განისაზღვრება სხვადასხვა ფაქტორებით, როგორებიცაა მემკვიდრეობითობა, კულტურისათვის დამახასიათებელი ნიშნები, ქცევითი პატერნები, ადამიანები, რობლებთანაც პიროვნება ასოცირდება. ადამიანის ქცევასა და ფსიქიურ პროცესებზე გავლენას ახდენს, როგორც პერსონალური, ასევე სოციალური იდენტობა.

პერსონალური იდენტობა არის ადამიანის მოსაზრება საკუთარ თავზე, რომელსაც იგი ავითარებს თავისი ცხოვრების განმავლობაში და ეყრდნობა ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა პიროვნების ინდივიდუალური გამოცდილება, ცოდნა, შეხედულებები, ის თუ რისი სჯერა, რა გადაწყვეტილებები მიიღო ცხოვრებაში, რა ფერის კანი აქვს, როგორ ურთიერთობს ადამიანებთან, როგორ ატარებს თავისუფალ დროს და სხვა.

მეორე მხრივ, სოციალურ იდენტობაში იგულისხმება ჯგუფის მიკუთვნებულობით საკუთარი თავისა და სხვების აღქმა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარადიულ კითხვაზე „ვინ ვარ მე“, ადამიანის პასუხი იქნებოდა შემდეგნაირი: „ მე ის ვარ, რომელ სოციალურ ჯგუფსაც მივეკუთვნები“. მაგალითად: ფეხბურთელი, ქართველი, მამა, ქალი, თავადი.

სოციალური ფსიქოლოგის, ჰენრი ტაჯფელის აზრით, ჯგუფები, რომლებსაც ადამიანები მიეკუთვნებიან, სიამაყისა და თვითშეფასების მნიშვნელოვანი წყაროა. სწორედ ეს ჯგუფები გვაძლევს სოციალურ იდენტობას, გრძნობას, რომ სოციალური სამყაროს ნაწილი ვართ. იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ საკუთარ თავზე წარმოდგენა, ხელოვნურად ვზრდით იმ ჯგუფების სტატუსს, რომლებსაც მივეკუთვნებით. მაგალითად: „ რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ“. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავაუმჯობესოთ საკუთარ თავზე წარმოდგენა სხვა, „გარე“ ჯგუფის ( რომელის წევრებიც არ ვართ) დისკრიმინაციით და ამ ჯგუფის წევრებზე ნეგატიური ცრურწმენების ქონით. მაგალითად: ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ განსხვავებული აქცენტის გამო ადგილობრივი ამერიკელები ( ინდიელები) გაუნათლებლები არიან. 1994 წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, კოლეჯდამთავრებული ადგილობრივი ამერიკელი საავადმყოფოში მარტივ დოკუმენტს ავსებდა, რა დროსაც მედდამ შეამჩნია მისი განსხვავებული, „გაუმართავი“ აქცენტი და შესთავაზა დახმარება დოკუმენტის შევსებაში, რაზეც გაბრაზებულმა ადგილობრივმა ამერიკელმა უპასუხა, რომ მას შეეძლო კითხვა.

ამ თეორიის სამი ცენტრალური ასპექტია: სოციალური კატეგორიზაცია, სოციალური იდენტობა და სოციალური შედარება.

სოციალური კატეგორიზაცია – ესაა ტენდენცია, რომ დავყოთ ადამიანები „შიდა“ და „გარე“ ჯგუფების კატეგორიებად. მსგავსი დაყოფა კიდევ უფრო ზრდის და აზვიადებს განსხვავებულობას ამ ორ ჯგუფს შორის, ხოლო იმაზე მეტად უსვამს ხაზს ერთ ჯგუფში მყოფი ადამიანების მსგავსებებზე, ვიდრე რეალურად არის. ადამინების კატეგორიზება ძალზე პრაქტიკულია, რადგან იგი გვკარნახობს, თუ როგორ მოვიქცეთ გარკევულ სიტუაციაში, თუმცა ეს ხშირად ცრურწმენებისა და სტერეოტიპების საფუძველი ხდება.

სოციალური იდენტობა – ესაა მოსაზრება, რომ ადამიანს არ აქვს ერთი განსაზღვრული იდენტობა, არამედ მრავალი, რომელიც განპიობებულია სხვადასხვა ჯგფებში ყოფნით. ხოლო თითოეული მათგანი გამოიყენება მოცემული პირობების შესაბამისად, იმისათვის, რომ უკეთ შევეგუოთ გარემოს. მაგალითად: თუ ჩვენი თავის კატეგორიზებას მოვახდენთ, როგორც პატიოსანი ადამიანი, დავიწყებთ ისე მოქცევას, როგორც გვჯერა, რომ პატიოსანი ადამიანები იქცევიან და დავემორჩილებით „შიდა“ ჯგუფში მიღებულ ნორმებს პატიოსნებასთან დაკავშირებით, მაშინაც კი, თუ ამ ნორმებს პატიოსნებასთან საერთო არაფერი აქვს.

სოციალური შედარება – უკვე, როდესაც საკუთარი თავის იდენტიპიცირებას მოვახდენთ რომელიმე ჯგუფთან, ვიწყებთ საკუთარი ჯგუფის სხვა ჯგუფებთან შედარებას. იქიდან გამომდინარე, რომ თვითშფასება დაკავშირებულია სოციალურ იდენტობასთან, საკუთარი ჯგუფი უფრო მოსაწონად უნდა შეფასდეს, ვიდრე სხვა ჯგუფები, რათა შევინარჩუნოთ პოზიტიური თვითშეფასება, რაც თავისმხრივ, იდალურ შესაძლებლობას იძლევა ცრურწმენების წარმოქმნისათვის.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სოციალური იდენტობა საკუთარი თავის აღქმის ნაწილია და არა ფაქტი. ჩვენ მხოლოდ იმ ჯგუფს მივეკუთვნებით, რომელსაც ვფიქრობთ, რომ მივეკუთნებით. არსებობს უამრავი სტრატეგია იმისათვის, რომ გავაფართოვოთ საკუთარი სოციალური იდენტობა და მინიმუმამდე დავიყვანოთ ცრურწმენები და დისკრიმინაცია. მაგალითად „შიდა“ და „გარე“ ჯგუფის წევრი ადამიანები გავაერთიანოთ ერთ დიდ ჯგუფში. ამის შემდეგ შეწყდება სოციალური შედარება. საუკეთესო შემხვევაში კი განვივითარებთ პერსონალური იდენტობის შეგრძნებას, რომელზეც იქნება ჩვენი თვითშეფასება დაფუძნებული. ამ შემთხვევაში აღარ დაგვჭირდება, რომ ვინმეს „ზემოდან ვუყუროთ“.image

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ჩერქეზიშვილი
ერეკლე ჩერქეზიშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0