x
მეტი
  • 21.07.2019
  • სტატია:92583
  • ვიდეო:341567
  • სურათი:454601
ჰოვარდ გარდნერის მრავალგვარი ინტელექტის თეორია

ტვინიკოსი, ფილოსოფოსა, ჭკუის კოლოფი, ალბათ ადრეც გსმენიათი მსგავსი ტერმინები, შესაძლოა ვინმეს თქვენთვისაც დაუძახია ან ეხლაც გეძახით, მაგრამ რეალურად ინტელექტის განმარტება იმაზე საკმაოდ საფრთხილო და საყურადღებო საქმეა, ვიდრე უბრალოდ ახალი სახელების მოფიქრება, რომელსაც ჭკვიან ადამიანებს ვუწოდებთ. ინტელექტი ხომ არაა სიმაღლე ან წონა, რომელსაც გავზომავთ და ზუსტ, უტყუარ მაჩვენებელს მივიღებთ. იგი სხვადასხვა მნიშვნელობის მატარებელი იყო განსხვავებულ კულტურებსა და საუკუნეებში. ასე რომ, რა არის ინტელექტი? ერთი ზოგადი უნარი თუ მრავალი უნარებისა და ტალანტების ნაკრები? თანდაყოლილი და ბიოლგიურად განპირობებულია თუ სოციო-კულტურულ ფაქტორებსა და დასწავლას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს? როგორ შეგვიძია გავზომოთ ინტელექტი და რამდენად სანდო და ვალიდური იქნება შედგები? როგორც ვხედავთ ინტელექტის კონცეფცია საკმაოდ საკამათო და სადავოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ თემაზე უამრავი გასხვავებული თეორია არსებობს თავისი დამაჯერებელი, ან არც თუ ისე დამაჯერებელი ემპირიული მტკიცებულებებით. თემის მრავლისმომცველობის გამო, ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ, ჰოვარდ გარდნერის მრავალგვარი ინტელექტის თეორიაზე, რომელიც საკმო პოპულარობთ სარგებლოს გნათლების ფსიქლოგიაში.

ჰოვარდ გარდნერი ინტელექტის ფართო განმარტებას გვაძლევს, რომელიც მოიცავს პრობლემის გადაჭრის უნარებსა და ერთი ან მრავალი კულტურისათვის ღირებული პროდუქტის შექმნას. იგი გამოყოფს რვა სახის ინტელექტს, თუმცა აქვე ამატებს, რომ ეს ციფრი უნივერსალური არაა და შესაძლოა სხვა ინტელექტის სახეებიც დაემატოს.

ვიზუალურ-სივრცითი ინტელექტი - ადამიანები, რომლებიც ძლიერები არიან ამ ტიპის ინტელექტში კარგი ვიზუალიზაციის უნარი აქვთ. კარგად გამოსდის მიმართულებების გარჩევა სივრცეში, ასევე მარტივად ერკვევიან რუკაში, უკეთ გამოსდით ნავიგაცია, ვიდრე სხვებს.ასევე გააჩნიათ გარე ფიზიკური, სივრცითი სამყაროს შედარებით სწორად წარმოსახვისა და აღქმის ტრანსფორმაციის მოქნილი უნარი. შესაფერისი პოტენციური კარიერული მიმართულება იქნებოდა: არქიტექტორი, მეზღვაური, მხატვარი, ინჟინერი, ფოტოგრაფი.

ლინგვისტური ინტელექტი - ამ ტიპის მაღალი ინტელექტის მქონე ინდივიდებს აქვთ უნარი სხვებთან შედარებით უკეთესად გამოიყენონ სიტყვები, როგორც წერის, ასევე ლაპარაკის დროს. როგორც წესი, ისინი ენის სხვადასხვა ფუნქციისადმი საკმაოდ მგრძნობიარეები არიან და კარგად გამოსდით ისტორიების წერა, ინფორმაციის დამახსოვრება და კითხვა. ასევე შეუძლიათ რაღაც საკითხების კარგად ახსნა და დამარწმუნებელი სიტყვით გამოსვლა. შესაფერისი პოტენციური კარიერული მიმართულება იქნებოდა: მწერალი, ჟურნალისტი, ადვოკატი, მასწავლებელი.

ლოგიკურ-მათემატიუკური ინტელექტი - ის ინდივიდები რომლებიც ძილიერები არიან ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტის მხრივ, კარგად გამოსდით მსჯელობა, რთული გამოთვლების შესრულება, პრობლემის ლოგიკური ანალიზი და შემდეგ მათი გადაჭრა. მიდრეკილნი არიან კონცეფტუალურად იფიქრონ რიცხვებზე, ურთიერთობებსა და პატერნებზე. შესაფერისი პოტენციური კარიერული მიმართულება იქნებოდა: მეცნიერი, მათემატიკოსი, კოპიუტერის პროგრამისტი, ინჟინერი, ბუღალტერი.

სხეულებრივ-კინესტეტიკური ინტელექტი - ისინი, ვისაც მაღალი სხეულებრივ-კინესტეტიკური ინტელექტი აქვს, აქვთ ძალიან კარგი მოძრაობების კონტროლის უნარი და საგნების მართვის ხელოვნებაში გაწაფულები არიან. როგორც წესი, შესანიშნავი სხეულის კოორდინაციით გამოირჩევიან და ადვილად სწავლობენ უფრო კეთებით, ვიდრე ყურებით ან მოსმენით.შესაფერისი პოტენციური კარიერული მიმართულება იქნებოდა: მსახიობი, მოცეკვავე, ათლეტი.

მუსიკალური ინტელექტი - თუ ადამიანს მუსიკალური ინტელექტით გამოირჩევა ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს მუსიკალური რიტმის, ტონის, ტემბრის შექმნისა და შეფასების უნარი. მარტივად ამჩნევენ მუსიკალურ პატერნებსა და ტონებს, ადვილად იმახსოვრებენ მელოდიასა და სიმღერას და აქვთ უნარი სიღრმისეულად გაიგონ მუსიკის სტრუქტურა.შესაფერისი პოტენციური კარიერული მიმართულება იქნებოდა: კომპოზიტორი, მუსიკოსი, მომღერალი, მუსიკის მასწავლებელი.

ინტერპერსონალური ინტელექტი - მაღალი ინტერპერსონალური ინტელექტის მქონე ადამიანებს კარგად ესმით და ურთიერთობენ სხვა ადამიანებთან. ისინი არიან დახელოვნებულები მათ გარშემო არსებული ადამიანების ემოციების, რწმენების, ტემპერამენტისა და მისწრაფებების შეფასებაში. შეუძლიათ დაინახონ სიტუაცია სხვების პერსპექტივიდან, ქმნიან პოზიტიურ ურთიერთობებს, ვერბალური კომუნიკაცია კარგად გამოსდით და ასევე ჯგუფში წამოქმნილი კომლიქტის მოგვარებაც არ უჭირთ.შესაფერისი პოტენციური კარიერული მიმართულება იქნებოდა: ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, კონსულტანტი, ვაჭარი.

ინტრაპერონალური ინტელექტი - ამ მიმართლებით ძლიერი ინდივიდებს აქვთ საკუთარი ემოცებისა და მოტივაციების გაგების, მართვის უნარი. მათ სიამოვნებთ თვითრეფლექსია ისევე როგორც საკუთარი თავის, სხვადასხვა თეორიებისა და იდეების ანალიზი. იციან თავიანთი სუსტი და ძლიერი მხარეები, რა საკითხებს უდგებიან სტერეოტიპულად და რას არა. ერთი სიტყვით თვითცნობიერება მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული. შესაფერისი პოტენციური კარიერული მიმართულება იქნებოდა: ფილოსოფოსი, მწერალი, თეორიტიკოსი, მეცნიერი.

ნატურალისტური ინტელექტი - ადამიანებს მაღალი ნატურალისტური ინტელექტით ახასიათებთ ახლო კავშირი ბუნებასთან, ამჩნევენ მცირე ცვლილებასაც კი გარემოში. მიდრეკილნი არიან გარემოსა და სხვა სახეობების სწავლისაკენ. შესაძლოა სიამოვნებდეთ ლაშქრობა, მებაღეობა, მოგზაურობა. აქვთ კარგი უნარი გარემოს სტრუქტურირებისა და კატეგორიზაციის. შესაფერისი პოტენციური კარიერული მიმართულება იქნებოდა: ბოტანიკოსი, ბიოლოგი, მონადირე, კონსერვაციონისტი, ფერმერი.

მიუხედავად იმისა, რომ გარდნერის თეორიამ აკადემიურ სფეროში დიდი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და გააკრიტიკეს კიდეც, ამ ინტელექტის მოდელის უპირატესობა ისაა, რომ იგი აფართოვებს მასწავლებლის აზროვნებას სწვლების უნარჩვევებისა და გზების მიმართ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ავტორის მიხედვით, ჩვენი სკოლები(დასავლური) მეტწილად კონცენტრირებულია და დიდ ყურადღებას აქცევს ლინგვისტურ და ლოგიკურ-მათემატიკურ ინტელექტს, მაშინ როდესაც სხვა ინტელექტის ფორმები უყურადღებოდ რჩება, თუმცა ისინიც არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ჩვენ ასევე თანაბარი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ორისგან განსხვავებული ინტელექტით არის დაჯილდოებული მაგალითად: არტისტებს, თერაპევტებს, მოცეკვავეებს, დიზაინერებს, მუსიკოსებს, ნატურალისტებს და სხვა. სამწუხაროდ, ბავშვები, რომლებიც მსგავსი უნარებითაა დაჯილდოებული, ხშირად უარყოფით ან არასაკმარის განმტკიცებას იღებენ სკოლებში და საბოლოო ჯამში შეიძლება მასწავლებლებმა და სხვა პირებმა მათ მიაწებონ უუნაროს, უყურადღებოს, დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე ბავშვი იარლიყი, რაც გარდნერის მიხედვით მცდარია, რადგან თითოეულ მათგან ერთი წამყვანი ძირითადი ინტელექტის ფორმა აქვს განვითარებული, დადანარჩენი ნაკლებად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბავშვი მათემატიკურ ან ლინგვისტურ ინტელექტში ჩამორჩება, იგი სხვა ტიპის ან ტიპების ინტელექტში არის ძლიერი, სკოლამ კი მათ განვითარებაზეც უნდა იზრუნოს, თუნდაც დასასწავლი მასალის გასხვავებული და მრავალფეროვანი მიწოდებით.

დაბოლოს, ხშირად გარდნერის თეორიის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება ხოლმე. ავტორი არ ამობობს, რომ ბავშვებს არ ვასწავლოთ მათემატიკა ან სხვა საგანი, უბრალოდ არ დავაიგნოროთ სხვა უნარები და დავეხმაროთ ბავშვებს მის განვითარებაში. ვიყოთ შემწყნარებლები მოსწავლეების მიმართ და მოვერითოდ იარლიყების მიწებებას.

image

1
31
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ჩერქეზიშვილი
ერეკლე ჩერქეზიშვილი
31
  
12 ივლისი, 11:55
საინტერესოა :)))
0 1 1