x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რატომ ვერ აჩვენა ნეიმარმა მაღალი დონის ფეხბურთი პარი სენ-ჟერმენის რიგებში?
image

ზაფხულის მთავარ საფეხბურთო თემა ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაა ბარსელონაშ . მაგრამ თუკი შედგება ტრანსფერი, კატალონილებისთვის ნეიმარი ისეთივე, მნიშვნელოვანი გახდება, როგორც წლების წინ, როცა საკუთარი ფეხბურთის დემონსტრაციით, საოცრებებს ახდენდა ბარსელონას მაისურით.

ბრაზილიელმა პარისენჟერმენი-ს რიგებში ვერ გაამართლა მასზე დამყარებული იმედები.

დღეს ვისაუბრებთ თუ რატომ ვერ გამოიჩინა ნეიმარმა თავი ფრანგულ გრანდში.


ბრაზილიელის მოულოდნელმა გადასვლამ პარისენჟერმენში ნამდვილი საფეხბურთო რევოლუცია და სატრანსფერო ბაზარზე ქაოსი გამოიწვია. ასეთი კოსმიური თანხა ფეხბურთელში არასდროს გადაუხდიათ. იმ მომენტში ციფრები წარმოუდგენლად დიდად მიიჩნეოდა, მაგრამ საქმე ნეიმართან გვქონდა, ვირტუოზთან რომლის ტალანტიც უდიდესი იყო.

4 წლის განმავლობაში, ნეიმარმა ბარსას რიგებში ჩაატარა 186 მატჩი, გაიტანა 105 გოლი და დაეუფლა 8 ტიტულს. მათშორის გამორჩეული ორი პრიმერასა ოქრო და ტრიუმფი ჩემპიონთა ლიგაზე.

ნეიმარი მესის მეგობარი გახდა მოედნის საფარზე და მის მიღმა, ხოლო მათი კავშირი სუარესთან , ერთ-ერთი საუკეთესოა ისტორიაში. გამოსარჩევია 2015/16 წლების სეზონი, როცა ტრიო MSN -მა 131 გოლი გაიტანა. მაგრამ, როგორც არუნდა ეცადა ნეიმარს, ბარსელონას ნომერ პირველი ფეხბურთელი, მაინც ლეო მესის რჩებოდა.

ბრაზილიელმა დაისახა მიზნად რონალდოსა და მესის ჰეგემონიის დასრულება. ნეიმარი პსჟ-ს რიგებში კვირაში 600 000 -ს ფუნტს იღებს. ფრანგულმა გრანტმა ბრაზილიელი ნამდვილ მეფედ აქცია. კლუბის ხემძღვანელობამ ედისონ კავანის 1 მილიონი ევრო შესთავაზა, რათა პენალტის შემსრულებელი გუნდში ნეიმარი ყოფილიყო. თანაგუნდელებმა მიიღეს განკარგულება, რომ მის წინააღმდეგ ვარკიშებზე ნაკლებად ხისტად ეთამაშათ.

მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში, რაც მან პსჟში გაატარა უნდა ითქვას, რომ პროექტმა ნეიმარი პსჟში არ გაამართლა. პარიზელებმა უამრავი ფული დახარჯეს, რათა მოეგოთ ჩემპიონთა ლიგა. მაგრამ ბრაზილიელი მათ ვერაფრით დაეხმარა. გუნდის ლიდერობა მცირე დროით გაუწია.ხოლო დანარჩენი პერიოდი ამ სტატუს ახალგაზრდა კილიან მბაპე ბევრად შეეფერებოდა.

წარუმატებლობის პირველ მიზეზად მისი ხასიათი სახელდება: გამორჩეული პირობების მიღების შემდეგ, ვინგერი თავს ფეხბურთელებზე მაღლა აყენებდა და მათ გარკვეულ კომენტარებს უკეთებდა, რაც გასახდელში არასასიამოვნო გარემოს ჰქმნმიდა. კავანისთან კონფილიქტის შემდეგ, ბრაზილიელმა დრაქსლერთანაც მოასწრო ჩხუბი, მათი გაშველება ტომას ტუხელს მოუწია.

მორიგი კოფლიქტი, საფრანგეთის თასის წაგების შემდეგ დაფიქსირდა. როცა ნეიმარმა ერთ-ერთ ქომაგს სახეში უთავაზა.მისი განმარტებით ქომაგმა მისი პროვოცირება სცადა.

ნეიმარს არბიტებთანაც მოასწრო კონფილქტი : ეს სამარცხვინოა. ვარზე პასუხისმგებელი 4 ადამიანია, მაგრამ ისინი ვერ ერკვევიან ფეხბურთში, იმ მომენტში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. ბრაზილიელი, გააღიზიანა, იმ ფაქტმა, რომ ზედიზედ მეორედ გამოვარდა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველივე სტადიაზე. ორივე სეზონში ნეიმარმა ტრავმა, სწორედ იმდროს მიიღო, როცა პარიზელები უმნიშვნელოვანეს მატჩებს ატარებდნენ, როგორც მადრიდის რეალთან, ასევე მანჩესტერ იუნაიტედთან.

ლიგა ერთის მატჩები, მისთვის მალევე გახდა ბანალურად მოსაწყენი, პარისენჟერმენი ერთი თავით ყველაზე მაღლა იდგა., რაც ბრაზილიელის მოტივაციაციას ყოველ მატჩში ამცირებდა.

პსჟ-ში გადასვლით ნეიმარი თავს ოქროს ბურთის მომავალ მფლობელად, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორად და კლუბის ცოცხალ ლეგენდად მოიაზრებდა. ბრაზილიელი იმედოვნებდა, რომ ყოველივე ამას მარტივად ზედმეტი მონდომების გარეშე მოახერხებდა.

პარიზელების ქომაგებს ის უფრო მეტად მოედნის მიღმაა დაამახსოვრდება ვიდრე მოედანზე.

კლუბის ხემლძღვანელობა მზადაა ჭირვეულ ბრაზილიელს შეელიოს, რომელსაც პერსპექტივაში კვლავ ლიონელ მესისთან ერთად ერთ გუნდში თამაში აქვს.

არავის გაუკვირდება თუ ნეიმარის დაბრუნება, ბარსლეონაში შედგება. რადგან მიუხედავად ჩავარდნილი ორი სეზონისა მისი ტალანტის სიდიადე და ოსტატობა ეჭვის ქვეშ არასდროს დამდგარა. ორი სეზონის განმავლობაში ნეიმარმა პსჟსთვის 58 მატჩი ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა. ბარსელონას ხელმძღვანელობა დაინტერესებულია ნეიმარის სახლში დაბრუნებით, რადგან ნეიმარმა საკუთარი ფეხბურთის საუკეთესოთ ჩვენება სწორედ ლუნჯ-ბროწეულისფერთა შემადგენლობაში შეძლო.

0
170
შეფასება არ არის
ავტორი:თოკა ჯაბნიძე
თოკა ჯაბნიძე
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0