x
მეტი
  • 21.07.2019
  • სტატია:92583
  • ვიდეო:341567
  • სურათი:454601
"მფრინავი თეფშების" 290 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები ტანზანიაში

"მფრინავი თეფშების" 290 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები ტანზანიაში


აფრიკაში, კერძოდ ტანზანიაში მდებარეობს ცნობილი ე.წ. "იტოლოს გამოქვაბულები". აქ აღმოჩენილია და კატალოგში შეტანილია უამრავი უძველესი კედლის მხატვრობის ნიმუში. აღსანიშნავია, რომ მკვლევარები აცხადებენ, რომ ბევრად მეტი უნდა ყოფილიყო მათი რაოდენობა წარსულში, მაგრამ დროთა განმავლობაში უმეტესობა წაიშალა ეროზიის გამო. პრეისტორიული ტანზანიელი მხატვრები, ისევე როგორც ყველა სხვა რეგიონში მცხოვრები ამ პერიოდის მონადირე-შემგროვებლები ხატავდნენ იმას, რასაც ხედავდნენ, იქნებოდა ეს სხვადასხვა ცხოველი, ნადირობის სცენები თუ მეტეორიტის ჩამოვარდნა ან სხვადასხვა თანავერსკვლავედი ღამის ცაზე.

მაგალითად იტოლოს მღვიმეებში გამოხატულია უამრავი იმ რეგიონში და იმ პერიოდში გავრცელებული ცხოველი, ფრინველი და თავად მათზე მონადირე ადამიანები სრულიად ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ ფორმაში. უიშვიათესია ამ დროში დაეხატათ ისეთი რამ, რაც არარსებული იქნებოდა და წარმოადგენდა ვინმეს წარმოსახვის ნაყოფს. ვინაიდან ეს ცნობილია არქეოლოგებისთვის, მეტად გასაკვირი აღმოჩნდა ის, რომ იმ დროისთვის სტადარტულ ნახატებთან ერთად მღვიმეში აღმოჩნდა ნახატი, სადაც გამოსახულია ცაზე მოლივლივე თეფშის ფორმის აპარატები, ზუსტად ისეთივე, როგორსაც აღწერენ თანამედროვე მილიონობით თვითმხილველი დედამიწის გარშემო. ეს ნახატები დათარიღებულია ძვ.წ. 27, 000 წლით, ანუ 29, 000 წლისაა. როგორც ჩანს 290 საუკუნის წინანდელმა "ტანზანიელებმა" იხილეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტები და ამით გაოცებულებმა გადაწყვიტეს ეს აღებეჭდათ კედლის მხატვრობით.



სტატიები ამავე თემაზე:


1. პარანორმალური მოვლენები (26 სტატია)

2. "ამო"-ს 150 საუკუნის წინანდელი გამოსახულება საფრანგეთში

3. ამოუხსნელი "მოცეკვავე ჭირის" ეპიდემია შუა საუკუნეების ევროპაში

4. ზონა 51

5. უცხოპლანეტური აგებულების მუმია პერუში

6. უცხოპლანეტელების 170 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები ალჟირში



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
49
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0